დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, კორონა ვირუსი COVID-19 დაუდასტურდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/11 12:17:27

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად  დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19.


გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის დაინფიცირებული ა 12 წლის მოზარდი. ეს არასრულწლოვნის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია