საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/26 21:21:00

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გრძელდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელის მოზამთრე ფაზა იწყება. რა შედეგი აქვს აპრილის თვიდან ოქტომრამდე განხორციელებულ ღონისძიებებს, შემცირდა თუ არა ბაღლინჯოს რაოდენობა და გავრცელების არეალი, ამ საკითხებზე ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ზურაბ ლიპარტიას ვესაუბრეთ.


· რა ღონისძიებები განახორციელა სახელმწიფომ  მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში?

 

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 700ათას ჰექტარიამდე ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა. ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვიღთ განხორცილდა, დოკუმენტის შემქნაში ადგილობრივებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. სტრატეგიის ძირითადი მიზანი , ეკონომიკური დასავლეთ რეგიონში ეკონომიკური ზიანის 5-დან 15%-მდე შემცირება იყო.

 

თუ თვალს გადავავლებთ აპრილიდან ოქტომბრის თვემდე ჩატარებულ სამუშაოებს, შეიძლება დადებითად შეფასდეს.  ღონისძიებების ეფექტურობა თვალნათლილვ ჩანს სიმინდზე. მოსახლეობამ არნახული მოსავალი მიიღო. რაც სეეხება თხილის კულტურას, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული წამლობის გარდა საჭიროა დამატებითი ღონისძიებებიც სოკოვანი დაავდებების თავიდან ასაცილებლას. გურიაში წელს მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა,, თუმცა ამ პროცესშ მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.  სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად  სანფორმაციო კამპანიის წარმოებას გეგმავს.


· აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში წამლობის რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. როგორი იყო ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა?


ქიმიური წამლობის დაწყებმადე მოსახლეობას ადგილობრივებს წინასწარ მიეწოდებოდა. მნიშვნელოვანია მაცხოვრებლების ჩართულობა. მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს რომ საკარმიდამო ნაკვეთებში  თავად ჩაატაროს წამლობა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინონ. რამდენიმე კვირაში ტემპერატურა დაიკლებს და აზიური ფაროსანაც ბაღებიდან შენობებში გადაინაცვლეს.

 

მოზამთრე პერიოდშ კი მავნებლის რიცხოვნობის შესამცირებლად საწიროა მექანიკური ღონისძიებების გატარება, მათ შორის შესაძლებელია მტვერსასრუტით შეგროვება და შემდეგ უკვე დაწვა. ეს არის ყველაზე მარტივი და იაფი ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობამ უნდა აგატაროს და რა საშუალებებითაც ამ ფაზის დროს ბაღლინჯოს მთელს მსოფლიოში ებრძვიან.


· აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპრატის გამოყენების გარდამოსახლეობა, როგორც ქართულს ისე უცხორუ ბიოლოგიურ საშუალებასაც მოიხმარდა. რამდენად ეფექტრია ბიოლოგიური პრეპარატი?


მავნებლის წინააღმდეგ ბუნებრივი პრეპარატის ზემოქმმედება  სამწუხაროდ დაბალია. ამ დრომდე არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური საშუალება რომელიც ეფექტური იქნება. ამდენად, ქიმიური პრეპარატი რჩება ერთადეღ შედეგისმომტან საშუალებად. სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ახორციელებს ღონისძიებებს მავნებლის ბიოლოგიის მეცნიერული შესწავლის მიმართულებით და ბიოლოგიური აგენტის გამოყენების გზებს ვეძებთ.

 

აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი - ტრიხოლკუსის გვარის, რომელიც აზიური კრაზანს გვარს განეკუთვნება, მაგრამ საქართველოში გავრცელებული ენდემური სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცს აპარაზიტებს.ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკლვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს.


· ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდა თუ არა მავნებლის გავრცელების არეალი?


მავნებლის გავრცელების არეალი კვლავ დასავლეთ საქართველოა,თუმცა ბაღლინჯომ იმ ტერიტორიებზე გადაინაცვლა სადაც სამუშაოები არ განხორციელბულა. აღმოსავლეთ საქართველოში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ეკონომიკური ზიანი ამ რეგიონში არ შეინიშნება. ეს ბუნებრივია, რადგან ბაღლინჯო სატრანსპორტო საშუალებებით დიდ მანძილებზე ვრცელდება და ასევე მას შეუძლია დღის განმავლობაში 1კილომეტრზე ფრენა.

 

ტყის ფართობები კვლავ  აზიური ფაროსანას გავრცელების რისკის ზონად რჩება. სადაც დამონტაჟდება „მოიზიდე და მოკალი სადგურები“, მიმდებარე ტერიტორია კი ქიმიური პრეპარატით დამუშავდება. მავნებელი ასევე დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომის ტერიტორიაზეც. მომავალ წელს აღმოსავლეთ საქართველოზე მეტი აქცენტი გაკეთდება, რათა არ მოხდეს მისი გამრავლება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება.

 

გასული წლის მსგავსად, 2019-შიც ჩვენი პროგრამის ამოსავალი წერტილი მავნებლის რიცხოვნობის კონტროლირება. მომავალ წელს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგისთვის ფერომონები განთავსდება. სახელმწიფო დაახლოებით 250 ათასს ფერომონს შეიყიდის.

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


 

ავტორი:

ირმა ჭარაქაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 78
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია