დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
"მალე მსოფლიო ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს" - იაკობ ცერცვაძე
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/04/11 18:18:00


მედიასახლი  "პოსტსკრიპტუმი" 2017 წლიდან   რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან  სამედიცინო სიახლეს  აშუქებს. ჩვენი რედაქციის ამ მიმართულებით მუშაობა  მსოფლიო პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა,რადგან თეთრხალთიანი გმირები ჩვენი საზოგადოების მთავარ იმედად იქცნენ. 

 „საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის“ კვირის სტუმარია ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე, რომელიც თავისი ნოვატორული იდეებით და წარმატებული კარიერით იმსახურებს მედიის ინტერესს. 

 

რამდენიმე დღის წინ ნეიროქირურგის ოფიცილურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც  ექიმი მოქალაქეებს  ტელემედიცინის ფორმატს და უფასო ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.   ჩვენ იაკობ ცერცვაძეს დავუკავშირდით და ტელემედიცინის მეთოდზე  ვრცლად ვესაუბრეთ.  ასევე, დავინტერესდით, როგორი უკუკავშირი მოჰყვა ექიმის განცხადებას პაციენტების მხრიდან, თუმცა  ამ საკითზე რესპონდენტმა პროფესიული სიტყვა ძუნწობით  გვიპასუხა.

 

- ბატონო იაკობ, მსოფლიო ტენდენციის მხედვით ტელემდიცია ჯერ კიდევ 10 წლის წინ გახდა მოთხოვნადი.  ფაქტია, დღევანდელმა მძიმე   რეალობამ ეს მეთოდი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. გთხოვთ, აგვიხსენით ტელემედიცინის  არსი და მისი უპირატესობა.

- ტერმინი "ტელემედიცინა" 1970 წლიდან არსებობს, რაც სიტყვასიტყვით დისტანციურ მკურნალობას ნიშნავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ტელემედიცინა  არის ჯანდაცვის სერვისების მიწოდება იქ, სადაც დისტანციას და გეოგრაფიას კრიტიკულად არსებითი მნიშვნელობა აქვს.  მას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში დიდი როლი ენიჭება. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და საკომუნიკაციო  საშუალებების დახვეწამ  თანამედროვე გლობალური ჯანდაცვის სისტემების განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ჯანდაცვის სისტემის გარკვეული ნაწილი უკვე იყენებს კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს, რათა მოხდეს დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მკურნალობა და პრევენცია. ასევე - დაავადების კვლვევბი და შეფასებების დისტანციურად  გაკეთება.

 

წვდომა, ხარისხი და ხარჯთეფექტურობა  არის  ტელემედიცინის სამი ძირითადი  უპირატესობა, რის გამოც მასჯანდაცვის სისტემები პრიორიტეტს ანიჭებენ. 

 

განვითარებულ ქვეყნებში უკვე დანერგილია   შესაბამისი  აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ქრონიკული პაციენტების გულისცემის სიხშირის, წნევის, სისხლში გლუკოზის რაოდენობის დისტანციურად განსაზღვრა. 

 

 

- თქვენ პირველი  პრაქტიკოსი ექიმი ხართ დასავლეთ საქართველოში, რომელმაც ტერმინი „ტელემედიცინა“ საჯაროდ განმარტეთ, მის  თეორიულ გაგებას გასცდით  და ამ მეთოდის ერთ-ერთი ხერხის   პრაქტიკაში დანერგვა დაიწყეთ. რა გახდა თქვენი ინსპირაციის წყარო?

- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოეთის წამყვან კლინიკებში სასწავლო ვიზიტებით გამგზავრება.  ბოლოს ბარსელონაში ინსულტის მკურნალობის კურსებზე ვიმყოფებოდი, სადაც შექმნილი აქვთ ინსულტის სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც სასწრაფოს ექიმს შეუძლია, შეაფასოს ინსულტის მქონე პაციენტის მდგომარეობა. ამ აპლიკაციის საშუალებით გააგზავნოს პაციენტის სურათი და მონაცემები იმ დღეს ქალაქში მორიგე ინსულტის სპეციალისტთან და შეძლოს სწორი მიმართულების მიცემა, რაც მკურნალობის ოპერატიულ დაწყებას ამარტივებს.

ინსულტის დროს  დროულ ჩარევას დიდი მნიშნველობა აქვს,  ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ითქვას, რომ ტელემედიცინა უფრო ეფექტურია.  

 

- როგორია ტელემედიცინის ქართული პრაქტიკა ?

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გვიწევს პაციენტების  მდგომარეობის დისტანციურად განხილვა და კონსულტაციების გაწევა. ბევრ კლინიკაში, მათ შორის, -  ჩვენთანც  უკვე დანერგილია შიდა კომუნიკაციის სხვადასხვა  სახეობა, რაც ონლაინ კონფერენციების ჩატარებას და უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციას ამარტივებს. ეს ფორმატი  ბოლომდე გამართული არ არის, მაგრამ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ რეფორმას რეალურად განიხილავს. უფრო მეტიც, 2021 წლისთვის  საქართველოში იგეგმება   ტელემედიცინის მოწყობილობების  25 გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციაზე  დანეგვა.

 

 

- რა სირთულეები ახლავს თან ონლაინ კონსულტაციების ფორმატს?

-პაციენტსა და ექიმს შორის დისტანციურ კონსულტაციას რიგ შემთხვევებში ვიყენებთ, როგორც მე, ასევე - ჩემი კოლეგები, თუმცა  ეს პროცესი არასისტემატურია, რადგან  აპლიკაციის სახე არ აქვს და ამ მეთოდის არასერიოზულად აღქმა ხდება ხოლმე. დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე სამყარო  მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ჩვენი კლინიკა უკვე მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც  პაციენტს სახლიდან გაუსვლელად ექიმთან  კომუნიკაციას გაუმარტივებს.

 

-ბატონო იაკობ, ახლა ცოტა რამ კონკრეტულად თქვენს  აქციაზე მოგვიყევით, როგორია ონლაინ კონსულტაციების სტატისტიკა, რომელი  ასაკის პაციენტები მოგმართავენ ძირითადად? არიან თუ არა მათ შორის ემიგრანტები? 

- აქციამ  დიდი დაინტერესება გამოიწვია.  კონსულტაციის მისაღებად ბევრი პაციენტი გვიკავშირდება,  როგორც საქართველოდან, ასევე - უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, პრობლემებიც არის, ძირითადად დისტანციური კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებისა და კვლევების გამოგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა  პაციენტების ახალგაზრდა ოჯახი წევრების ჩართულობით ამ დეტალებასაც მალევე  ვაწესრიგებთ.

 

- როგორ შეცვალა თქვენი, როგორც ექიმის, ყოველდღიურობა  კორონავირუსმა?  

- კოვიდ ინფექციამ  მთელი მსოფლიოს ექიმების მსგავსად,  ჩემი ყოველდღიურობაც შეიცვალა. განყოფილებაში გეგმიური ოპერაციები გადავდეთ, მხოლოდ სასწრაფო ნეიროქირურგიულ ოპერციების ვაკეთებთ. სტრესულ სიტუაციას ემატება ისიც, რომ ექიმები მაღალ რისკჯგუფად მოვიაზრებით, რის გამოც ვცდილობ, ოჯახის წევრებთან ნაკლები შეხება მქონდეს და სახლში ყოფნის რამდენიმე საათიც თვითიზოლაციაში გავატარო.

ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, მსოფლიო ცხოვრების  ახალ ეტაპს  დაიწყებს და ჩვენ  მეტად დავაფასებთ თავისუფლებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია