დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/29 15:03:29

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. უხვი ნალექის გამო  ქუჩებზე საიაღვრეები წყლის გადინებას ვერ ასწრებს, რის გამოც ქალაქის რამდენიმე უბანი დაიტბორა. 

წვიმამ პრობლემები შექმნა გარეუბნებშიც. რთული მდგომარეობაა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან. სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო პარკის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. როგორც ადგილობრივები და სამარშუტო ტაქსების მძღოლები ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა  არ არის და მსგავსი პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება.

უხვი ნალექის გამო აღნიშნულ უბანზე საცობია შექმნილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2298
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია