დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ახლად დანიშნული გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე დღეს ქუთაისში წარადგინეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/21 11:26:49

რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში იმეერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი წარადგინა.


 სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „დღეს იმერეთში წარვადგინეთ შავლეგო ტაბატაძე, ადამიანი რომელიც ოცი წელია, სამხედრო სამსახურშია და  ემსახურება საქართველოს,როგორც სამხედრო.  დღეიდან კი გააგრძელებს სამსახურს, როგორც სამოქალაქო პირი,არანაკლებ მნიშვნელოვან, არანაკლებ საპასუხიმგებლო პოსტზე.

 

გუბერნატორი უნდა იყოს ერთგვარი შუამავალი და ხიდი ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობას შორის, თვითმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ასევე დამაკავშირებელი რგოლი თვითმართველობებს შორის.

 

გუბერნატორი არის ის ადამიანი რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების თანაბრობა,საბოლოო მიზანი სწორედ  არის ის, რომ ქვეყნის განვითარების შედეგი,ეკონომიკური წინსვლა აისახოს თითოეულ მოსახლეზე.“

 

ახლადდანიშნული გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის დაპირება კი ასეთია:  „პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, ,ეს იქნება შემოვივლი ყველა მუნიციპალიტეტს, გავეცნობი მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს,გავეცნობი ყველა თანამშრომელს,გავუკეთებ ამ ყველაფერს ანალიზს,ჩამოვაყალიბებთ პრიორიტეტებს და მათთან ერთად დავიწყებ ამ დაგეგმილი სამუშაოების  განხორციელებას. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობით და გუნდური მუშაობით შეიძლება შედეგის მიღწევა.“

 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით შავლეგო ტაბატაძე აცხადებს: „ არანაირ საკადრო ცვლილებას დღესდღეობით არ ვგეგმავ,დავაკვირდები თოთოეული თანამშრომლის მუშაობას,ამის შემდგომ მოხდება ყველაფრის შეფასება,ყველას დაუფასდება თავისი შრომა,ვინც ჩვენთან ერთად იმუშავებს, შედეგიც ექნება შესაბამისად,  დარჩება და გააგრძელებს სამსახურს.“

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია