დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია სპორტული „აიპის“ გაუქმებას მოითხოვს
2013/09/23 15:11:10

დღეს,   პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის  ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ სპორტული „აიპების“ შესახებ  ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით: „აიპებში გაბერილია შტატები „ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ბრიგადების მიერ, არსებობს აბსურდული თანამდებობები, რის გამოც, უაზროდ იფლანგება ქუთაისის ბიუჯეტი, ეს  კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც კრიზისში მყოფ ქალაქს"

მან მერის მოვალეობის დროებით შემსრულებელს კოტე ლომიძეს მიმართა, რომ გააუქმოს „აიპი“ ან საფუძვლიანად  გადახედოს და შეამციროს შტატები.

„დადგინდეს, რა რაოდენობის ადამიანი სჭირდება ქალაქის მართვას. მათი შენახვა ქალაქს უნდა დაუჯდეს იმდენი, რაც ტვირთად არ დააწვება ბიუჯეტს, “ – აცხადებს გოგი წულაია.

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე გოგი წულაიას მალევე გამოეხმაურა და psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ  "აიპებში"  მომუშავე პერსონალის შტატები გადაიხედება, რადგან,  ძალიან დიდი თანხა იხარჯება გაუაზრებლად,  თუმცა, ეს არ ნიშნავს აიპი-გაერთიანების გაუქმებას. 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია