საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ ქუთაისის საკრებულოს წევრი კახაბერ დვალიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/26 13:20:16

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, კახაბერ დვალიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მერიის დაცვის თანამშრომელს დაუპირისპირდა, მორიგ ბრალდებას უყენებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელის გია გოქაძის განცხადებით,  მომხდარი ფაქტი კახაბერ დვალიშვილის მხრიდან ძალადობის გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. მისივე განმარტებით დვალიშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე,  2012 წელს თავს დაესხა ქუთაისში მყოფ იმჟამინდელ პრეზიდენს მიხეილ სააკაშვილს. 2013 წელს კი დასაქმების მოთხოვნით საკრებულოს სხდომაზე შეიჭრა.


„ეს არაა პირველი ფაქტი, როდესაც დვალიშვილი ძალადობს, ის მონაწილეობდა სააკაშვილზე თავდასხმაში, ასევე თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, 2013 წელს კი საკრებულოს სხდომაზე შემოიჭრა და დასაქმედას ითხოვდა. მისი ქმედება ყოველთვის არასახელმწიფოებრივი იყო. რომ არა ჟურნალისტები მერიის დაცვის თანამშრომელზე განხორცილებული ძალადობა ყურადღების გარეშე დარჩებოდა და იმედა კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ. მას თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს დეპუტატობაზე უარი უნდა თქვას, მინიმუმ კი ბოდიში მოიხადოს. ესაა ქვის სროლით მოსული ხელისუფლება, რომელიც ძალადობას განაგძობს და მომხდარი ფაქტების მიჩუმათებას ახდენს“-განაცხადა გოქაძემ, რომელმაც თავდასხმის ამსახველი ფოტოებიც წარმოადგინა.


კახაბერ დვალიშვილის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატსა და დაცვით თანამშრომელს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე გამოძიება 173 მუხლით მიმდინარეობს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია