საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ფეხბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/06 19:09:00

 

ჩვენს ქვეყანაში წელს ცხელი სპორტული ზაფხულია.   ჯერ 20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ახლა კი ფეხბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატია.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზდა ფეხბურთელებმა გასული ორი ტურის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს გულშემატკივრებზე. პირველი მატჩი ქართველებმა პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარეს და 0:1 დათმეს, თუმცა უნდა აღინიშნოს,  რომ   ეს მოხდა უსამართლოდ დანიშნული 11 მეტრიანის წყალობით, რომელიც 66-ე წუთზე რუი პედრომ გოლად გარდასახა.


მსაჯის ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროს მხრიდან. გუშინ კი მეორე შეხვედრა ჩაატარეს ქართველმა ახალგაზრდებმა და შვედებს 2:1 მოუგეს. მესამე წუთზე ანგარიში კოხრეიძემ გახსნა, ოცდამეთერთმეტეზე კი ჩვენებმა სხვაობა ორბურთიანი გახადეს.  შვედებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა ანგარიშში მცირე უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას და მომენტებიდან გამომდინარე, კიდევ მინიმუმ ერთი გოლი უნდა გაეტანა.


ამამინდელი მდგომარეობით საქართველოს ჯგუფს ლიდერობს პორტუგალია, რომელსაც ორ თამაშში 6 ქულა აქვს; მეორეა ჩეხეთი, რომელსაც ამდენივე თამაშში 3 ქულა აქვს და საქართველოს მხოლოდ უკეთესი ბურთების შეფარდებით უსწრებს. მესამეა, როგორც გითხარით, საქართველო, ასევე 3 ქულით. ამ ჯგუფის აუტსაიდერი კი შვედეთის ნაკრებია, რომელსაც ორ თამაშში ქულა არ აუღია.


 ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ კი საქართველოს ნაკრების წარმატებას უქომაგო.

 

 

ზურაბ დათუაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია