დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველად საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/18 14:51:00

 

 

18 ივნისიდან თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ დაიწყო მუშაობა.


საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა  და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (AssociationdelaSommellerieInternationale, A.S.I.) 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა.

 

გენერალური ასამბლეის სამუშაო სესია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გახსნა.

 

გენერალური ასამბლეის დღეებში, 18-22 ივნისს, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება: საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია “სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში” და ასევე გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეროვნული პრემიერა.

 

2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავსასამბლეის მაღალი რანგის სტუმრებს მაქსიმალურად კარგად გააცნოს ქართული ღვინო, ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები.

 

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 1969 წელს საფრანგეთშიდა აერთიანებს მსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან წევრი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები,ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები და ღვინის სფეროს სხვა გავლენიანი პირები.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია