ქუთაისის ახლააგზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგ-სემინარს თემაზე „სამოქალაქო ინტერესების დაცვა (Advocacy)“, რომელსაც ცენტრის მმართველთა საბჭოს წევრები ნიკო ჭანტურაია, აკაკი საღინაძე და საბა ხიდეშელი უძღვებოდნენ.
ტრენინგ-სემინარის მიზანს წარმოადგენდა ახლგაზრდებს მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამოქალაქო ინტერესების დაცვის ღონისძიებების მომზადების/დაგეგმვისს, ალიანსების, კოალიციების შექმნისა და შენარჩუნების ელემენტების შესახებ.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.