საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგი კარიერული ორიენტაციის შესახებ
2016/03/19 20:51:57

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგს თემაზეკარიერული ორიენტაცია“, რომლის მიზანს წარმოადგენდა: მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ტექნიკების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება; საკუთარი შესაძლებლობების და უნარების შეფასება კარიერული ზრდის დაგეგმვის მიზნით; CV-ის ფორმების, სამსახურეობრივი ინტერვიუს ტექნიკების და სამოტივაციო წერილის შექმნის წესების გაცნობა.


ტრენინგის მუშაობას ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ლიკა კილაძე უძღვებოდა.


 

ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია