დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას
2020/08/21 17:59:00

ლავროვის განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ  - ასე აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია. მისი თქმით მეგობრული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებით

 

„ლავროვის განცხადებას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან   არადამაჯერებელია ის, რომ თითქოს რუსეთი აფასებს მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.  მეგობრული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემით და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებით.

რაც შეეხება პიდაპირი ფრენების განახლების საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება ფრენების შეზღუდვის შესახებ  „გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდეგ მიიღო და ის დიდი ხანია ვაჭრობს ამ თემით საქართველოსთან. რუსეთი იყენებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ  ბერკეტებს საკუთარი ინტერესებისთვის და სწორედ ამას უკავშირდება პირდაპირი ფრენების შეწყვეტაც. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათ შორის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე, რათა შევამციროთ ის ბერკეტები, რომელიც მომავალშიც შესაძლებელია რუსეთმა გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ“ - თეონა აქუბარდია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია