საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/30 21:46:05

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერვე სხდომა გამართა,სადაც დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

 

ხმაური ქალაქში მიმდინარე გზის საფარის შეკეთების საკითხმა გამოიწვია. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ აღნიშნა „სამწუხაროდ, ის, რაც სხდომაზე ხდება,ეს არის ნათელი დადასტურება იმისა,რომ არაკვალიფიციურობის ზეიმია ქუთაისში, ჩვენ მეორე საკითხად ვღებულობთ დადგენილებას, რომელიც წინა საკრებულოზე მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ თურმე კანონმდებლობას არ შეესაბამება, საუბარია მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების საკითხის შესახებ,ასევე გაიზარდა ორასოთხმოცდაათი ათასი ლარით ე,წ ორმოული შეკეთება,ქალაქს ორმოული შეკეთების არაფერი არ ეტყობა. აღმოჩნდა, რომ ხუთასი ათასი ლარი უკვე დახარჯულია ამ მიმართულებით. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არა ორმოულ შეკეთებაში,არამედ გზების დაგებაში დაიხარჯა,ტენდერების გარეშე,პირდაპირ გადააგეს ქუჩები ,ტენდერების გარეშე გადაიგო მაგალითად კინოსაქართველოს მიმდებარე ქუჩა,არარის ნორმები დაცული,რადგან ტენდერის შესაბამისად კომუნიკაციებიც უნდა გამოცვლილიყო.“

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა განაცხადა „მიმდინარე ორმოული შეკეთებისთვის მერიამ გამოაცხადა ორი ტენდერი ,იმიტომ რომ ქალაქის დიდ ნაწილში ჩვენ კაპიტალური სამუშაოების ჩატარების საშუალება არ გვეძლევა,რადგან წყლის კომპანია ახორციელებს წყლის ოცდაოთხსაათიანი წყალმომარაგების სამუშაოებს. რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთებს,ეს არ ითვლება კაპიტალურ სამუშაობში, ჩვენ არ მოგვიწყვია ღვარსადენი, არ შეგვიცვლია საფუძველი გზის .“

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო იყო ორი საბავშვო ბაღის პროექტს ,რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტომ განიხილა და დაამტკიცა,ამ ბაღებზე გამოყოფილი თანხის ასახვა მოხდება ბიუჯეტში

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია