საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლებისგან დამატებით თანხებს ითხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/08 15:57:34

ქალაქში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.


 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მუსხელიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე სისტემები მთლიანად იცვლება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ტობე" ახორციელებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო,პროექტის ფარგლებში 44 ქუჩაზე გზის საფარი კაპიტალურად კეთდება. ავტოქარხნის დასახლებაში სამუშაოები 7 ქუჩაზე მიმდინარეობს.


 

 ,, ყოფითი პრობლემების მოგვარება ჩვენთვის პრიორიტეტია,ცენტრალური ხელისუფლება გვეხმარება,დამატებით გამოიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხები. ამ ეტაპზე ქალაქში 44 შიდა ქუჩა კეთდება,ეს ცოტა არ არის, თუმცა კიდევ დარჩა შესაკეთებელი ქუჩები, ამიტომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა თანხები დაგვიმატონკარგი დასაწყისი გარანტიაა იმისა,რომ წლის განმავლობაში, ეს სამუშაოები მაღალ ტემპში იქნება შესრულებული“-განაცხადა შოთა მურღულიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია