დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"... და მერე წავალ უმისამართოდ" - რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა "ფეისბუქში" უკანასკნელად
2015/04/05 12:13:54

4 აპრილს, საღამოს, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთ–ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


შსს ამ ფაქტზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: "ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.

აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.


მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს." 
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს. 


დღეს  შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოებს ატარებს.სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებააა, ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტიკური სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შეიარაღებული სპეცრაზმელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა. მოძრაობა გადაკეტილია კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, მოქალაქეებს არ უშვებენ სამინისტროს მახლობლად არსებული საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე. 


გარდაცვლილ პოლიციელ ბექა მარგიშვილს წელს აგვისტოში 29 წელი შეუსრულდებოდა. "კვირის პალიტრა" ავრცელებს ინფორმაციას ბექას მეგობრის ნაამბობის მიხედვით, რომ ის ნიჭიერი ადამიანი იყო, მღეროდა და ლექსებსაც წერდა. ბექას "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე ბოლო ჩანაწერი 19 მარტს აქვს დატოვებული. ეს ჩანაწერი მისივე ლექსია, რომელსაც ვაქვეყნებთ:

AVE...


ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE...
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ...

ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი...
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა....ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE...

 

წყარო :"კვირის პალიტრა"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია