დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში მედიატური მოეწყო
2018/05/19 21:48:51

„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში   ვანის მუნიციპალიტეტში მედიატური მოეწყო.

 

ჟურნალისტებმა მოინახულეს  თაფლი "საჩინოს" წარმოება და თხილის კოოპერატივი „ძულუხი“. როგორც მედიატურის ორგანიზატორმა მარიკა ვაჭარაძემ აღნიშნა, „ორივე საწარმო  აკმაყოფილებს იმ სტანდარტს,რასაც ევროპის ბაზარი ითხოვს, ორივე არის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი. მეწარმეები მხოლოდ ქართული ბაზრით არ შემოიფარგლებიან და სხვა ქვეყნების ბაზარზეც გააქვთ პროდუქცია“.

 

თაფლის საწარმო „საჩინოს ‘’ ხელმძღვანელის, მინდია ქავთარაძის თქმით:  „საქართელოში 1600-ზე მეტი კოოპერატივია და მათ შორის, ერთ-ერთი  მოწინავე იმერეთია. 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ვანში,საიდანაც 11 მეფუტკრეობის მიმართულებისაა. ამ თერთმეტიდან  ხუთი გავერთიანდით ,ევროკავშირის სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, შევიძინეთ ტექნიკა_დანადგარები,ყველა საჭირო რესურსი გვაქვს, ასევე სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამებით ვისარგებლეთ, გავიარეთ ტრენინგები და ავიმაღლეთ ცნობიერების დონე, ჩვენი მიზანია, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ“.

აღსანიშნავია, რომ კოოპერატივის ახალი შენობა ვანში ორ თვეში გაიხსნება.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია