დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არასაპარლემენტო ოპოზიცია“ ქუთაისის საოლქო კომისიასთან სასამართლო დავაში შედის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/21 11:51:30

„არასაპარლემენტო ოპოზიცია“ ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიასთან სასამართლო დავაში შედის. საარჩევნო ბლოკის წევრებმა დღეს, ქუთაისის საქალაქო სამსართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, საოლქო კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბათილი ბიულეტინები თავიდან არ გადაითვალა.

 

„საოლქო კომისიამ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და ქუთაისში დაფიქსირებული 3500–მდე ბათილი ბიულეტიანი თავიდან არ გადაითვალა. რის მიზეზადაც ქვორუმის არარსებობა დაასახელეს. თურმე უმრავლესობა არ შეიკრიბა ჩვენი საჩივარი, რომ განეხილათ. ეს მიზანმიმართულად  მოხდა, რადგან არ სურთ ბიულეტინების გადათვლა,  ვინაიდან  30 საარჩევნო უბანზე ბიულეტინების ბალანსი არ არის. როგორ შეიძლებოდა ქუთაისში 3000–ზე მეტი ბათილი ბიულეტინი ყოფილიყო, როდესაც ასეთი ციფრი მთელ საქართველოში არ ყოფილა არასოდეს. ჩვენ სასამართლოს გზით შევეცდებით ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ასევე მივმართავთ ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანის აღნიშნული ვითარებით დაინტერესდეს“–განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2416
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია