საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეს-ტური
უკრაინელი ჟურნალისტების პრეს-ტური მანდარინის სეზონზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/28 16:38:06

ბათუმს უკრაინელი ჟურნალისტების 22-კაციანი ჯგუფი პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია აჭარაში მანდარინის სეზონზე ინფორმაციის შეგროვება, მოსავლის აღების, შეფუთვის და დახარისხების, ასევე უკრაინაში გადაზიდვის პროცესის ასახვა უკრაინულ პრესაში.

ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები მოინახულებენ მანდარინის ბაღებს და შეხვდებიან მებაღეებს, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთი საქმიანობის შესახებ, აჭარაში მოწეული ციტრუსის უპირატესობაზე ევროპულ მანდარინთან შედარებით.

პრეს-ტურის მონაწილეები შეაგროვებენ ინფორმაციას მომავალი მოსავლის პერსპექტივებზე და უკრაინაში ციტრუსების მიწოდების დაგეგმილ მასშტაბებზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია