დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიაროთ ერთად!
"მიგრაციის ცენტრი"-ს წარმომადგენლები ქუთაისში ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/18 00:34:57

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრ-მა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა . აღნიშნული ორგანიზაცია ამა წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს ,,ვიაროთ ერთად“/ ,,Steptogether”, რომლის მიზანია საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის ხელშეწყობა.


შეხვერა ჩატარდა უცხოელთა მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრის, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელთა იტეგრაციის ხარისხის გარკვევის მიზნით. შეივსო შესაბამისი კითხვარები შემდგომი ანალიზისთვის. ასევე გაიმართა დისკუსია ინტეგრაციის სირთულეების და მათი გადალახვის გზების ძიებისათვის.


შეხვედრას უძღვებოდნენ გიორგი გოგიშვილი ()იპ „მიგრაციის ცენტრის“  აღმასრულებელი დირექტორი, ნათელა მჟავანაძე ()იპ „მიგრაციის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი და ნუგზარ კოხრეიძე ა()იპ „მიგრაციის ცენტრის“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი.


ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამ საქართველო უფრო მიმზიდველი გახადა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამჟამად საქართველოში ასი ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს. თუმცა ემიგრანტების რიცხვის მუდმივი ზრდის მიუხედავად, მათი ინტეგრაცია არ ყოფილა სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტი.


საქართველოს მოსახლეობის მხრიდან კი უცხოელთა მიმართ სულ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდებოდა. მოსახლეობის ნაწილი ემიგრანტებს აღიქვამს, როგორც ფინანსურად ძლიერ კონკურენტებს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა აქვს.


გარდა ამისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიგრანტები მათი  განსხვავებული კულტურისა და რელიგიური კუთვნილების გამო წარმოადგენენ საფრთხეს ქართული იდენტობისთვის. მსგავსი ჯგუფები ადვილად ექცევიან  პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ და მონაწილეობენ ქსენოფობიურ კამპანიებში,  რომელშიც აშკარად იკვეთება რასისტული და ფაშისტური იდეები.


ხშირ შემთხვევაში თვითონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიარ ავლენენ საკმარის ინტერესს ადგილობრივი ენის შესწავლის, ტრადიციებისა და კულტურის მიღებისადმი. ეს ყოველივე კი განსაკუთრებით შესამჩნევია აზიელდა აფრიკელ იმიგრანტებში, რაც საბოლოოდ თვითიზოლაციას იწვვევს და შესაბამისად მათ არ აქვთ საშუალება სათანადოდ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ  შეთავაზებული სერვისებით.


2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიასა და მის თანმდევ 2018 წლის სამოქმედო გეგმაში  პირველად არის გაწერილი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციის მიმართულება და ისახება კონკრეტული ამოცანები იმიგრანტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნისა და გაუმჯობესებისათვის.


ჩვენ გვჯერა, რომ უცხოელთა სხვადასხვა ჯგუფების სიღრმისეული კვლევა და მათთან ინტენსიური ურთიერთობა იქნება წარმატებული ინტეგრაციის პოლიტიკის წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაუცხო ქვეყნის როლი ინტეგრაციის პოლიტიკის წარმართვაში.


მიგრაციის ცენტრის პროექტი - "ვიაროთ ერთად", აქცენტს აკეთებს უცხოელთა ინტეგრაციაზე და მიზნად ისახავს:

-მუშაობას უცხოელ და ადგილობრივ მოქალაქეებთან ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

-ინტეგრაციის პლატფორმის ჩამოყალიბებას და ეფექტური ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას;

-უფასო და კონფიდენციალურ კონსულტაციებს სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე (პირდაპირი, სატელეფონო, დისტანციური კონსულტაციები);

-უცხოელთა საინიციატივო ჯგუფებისა და დიასპორული/არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას;

-ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას უცხოქვეყნის მოქალაქეების ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის;

-ადგილობრივებისა და უცხოქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების შესწავლა- გაანალიზებას.

 

 ეთერ ჩუმაშვილი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია