დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანანასის "თავდაყირა" ნამცხვარი
2015/01/24 13:29:22

რეცეპტი

ინგრედიენტები:
დარბილებული კარაქი 50-60 გ
შაქარი 1 ჭიქა + 3 ს.კ ფორმაზე მოსაყრელად
ანანასი სიროპში 1 დიდი ქილა
კვერცხი 3
ნიგოზი 1/2 ჭიქა
ფქვილი 1 ჭიქა
სოდა 1/2 ჩ.კ
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას წაუსვით კარაქის სქელი ფენა და მოაყარეთ შაქარი (სასურველია ყავისფერი). ანანასი გადაწურეთ, წვენის 1/3 შემოინახეთ. დაალაგეთ ფორმაში ანანასის რგოლები. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. 

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე. დაამატეთ ვანილი და ანანასის წვენი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, სოდა. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და შეურიეთ ცომს. დაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 30-35 წუთი. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, 10 წუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ დიდ თეფშზე ისე, რომ ანანასი ზემოდან მოექცეს. ზემოდან გააფორმეთ ალუბლებით (ჩირი, კონსერვი).
წყარო: http://www.gemrielia.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია