საქართველოს 8 ქალაქში წიგნის ორიგინალური სათავსოები გამოჩნდა, სადაც მკითხველები მათთვის საინტერესო წიგნის არჩევას შეძლებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ნაწარმოები ქუჩაში განთავსებული მინი-ბიბლიოთეკებიდან შინ წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დაამატონ. პროექტის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკაა, წიგნების ორიგინალურ ბუდეებს კი, ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგო მოდუა ამზადებს. წიგნის ბუდეები უკვე გამოჩნდა ქუთაისში, თბილისში, სამტრედიაში, ჭიათურაში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში. მინი-ბიბლიოთეკები ქალაქებში თემატური დიზაინითაა მოწყობილი, მაგალითად, ბათუმში - გემი, სამტრედიაში - ველოსიპედი, თელავი - კასრი და ა.შ.
წყარო: https://on.ge/story/