დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდად მიმდინარეობს
2017/11/12 10:27:42


ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია და ყველგან ხმის მიცემა დილის 8 საათიდან დაიწყო. 


მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებმა მერის კანდიდატურა მოხსნეს, ოფიციალურად ბიულეტენში მაინც ორი კანდიდატია: გიორგი ჭიღვარია "ქართული ოცნებიდან" და გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობიდან".


59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში სარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "მშვიდ გარემოში დარღვევები გარეშე მიმდინარეობს არჩევნები ამ ეტაპზე, მიუხედავად დეკლარილებული განაცხადისა, ბიულეტენში კვლავ რჩება ორი სუბიექტი, ასე რომ ამომრჩეველს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ორ კანდიდატს შორის," - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

 

ცნობილია, რომ ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო.

ამ დროისთვის, 10:00 საათის მონაცემებით საოლქო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით,  საჩივრები მცირე პროცედურული დარღვევებზე დაიწერა, რაც უკვე აღმოფხვრილია. 


ასევე 10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტურში, ჯერჯერობით  3 969–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო მონაცემების 2, 6%–ია.

#59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული ციფრები 4 000 ამომრჩევლით ჩამორჩება პირველი ტურის აქტივობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია