დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ზუგდიდის მერია 2 129 650 ლარად რესტორანს ხსნის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/03 01:08:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის სანაპიროზე ამ კონსტრუქციის მშენებლობა წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ხარჯებით დაიწყო. შენობაში კაფე-რესტორანი უნდა გახსნილიყო. 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ქართული ოცნების” მთავრობამ თქვა, რომ მიუღებელია ბიუჯეტიდან კაფე-რესტორნების მშენებლობაზე მილიონების ხარჯვა, ამიტომ შენობაში იუსტიციის სახლი მოეწყობოდა. 

თუმცა, შემდეგ აზრი შეიცვალეს. ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ისევ რესტორნის მოწყობა აჯობებდა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე (NAT190004530),  2019 წლის 19 აპრილს შპს “დამბასთან” გააფორმა  2 129 650 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.

 

აღსანიშნავია, რომ შპს დამბას 100%-იანი წილის მფლობელი, ქართული ოცნების შემომწირველი, გიორგი ჯაბიძეა. მან მმართველ პარტიას ჯამში 55 000 ლარი შესწირა.  გიორგი ჯაბიძის ხელისუფლებასთან კავშირსა და შესაძლო კორუფციულ ტენდერებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2017 წლიდან წერს.

ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული კაფე-რესტორანი წელს უნდა გაიხსნას და სამართავად კერძო პირს გადაეცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია