საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არის პატარა სირიელი გოგონა, რომლის ფოტომაც მსოფლიო შეძრა
2015/04/01 14:36:49

"ვაშინგტონ პოსტი" სტატიას აქვეყნებს გოგონაზე, რომლის ფოტომაც მსოფლიოს ცრემლი მოჰგვარა. 

"ის ერთი შეხედვითვე ომის ბავშვი იყო. დამტვრეული ცემენტის აგურების და ჭუჭყიანი მიწის ფონზე, 4 წლის გოგონამ პატარა ხელები თავსზემოთ აღაპყრო და ტუჩები მაგრად მოკუმა... დიდი თვალები კი, სადაც უსაზღვრო ნაღველი და უმწეობა იხატებოდა, ადამიანს მიაპყრო, რომელიც მას სახეზე ფართო კამერას უმიზნებდა". 

ფოტო 2014 წლის ბოლოსაა გადაღებული. პატარა ჰუდეას სურათი იანვარში თურქულმა გაზეთმა Türkiye–მ გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ის "ბიბისიმ" გაავრცელა.

სოციალურ მედიაში ფოტო მცირე ხნის წინ გამოჩნდა და მთელ ინტერნეტს მოედო. მომხმარებლებს ბავშვი თავიდან ბიჭი ეგონათ, რადგან გოგონას მოქერაო–მოწაბლისფრო თმები მოკლედ აქვს შეჭრილი. ბავშვის ჟესტი მომხმარებლებმა დაახასიათეს როგორც "კაპიტულაცია".

გაირკვა რომ ფოტოს ავტორი თურქი ფოტოჟურნალისტი ოსმან საღირლია. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ფოტოგრაფი იხსენებს: "მე ტელეობიექტივი მეკავა ხელში, მან კი იფიქრა, რომ ეს იარაღია. სურათის გადაღებისას, ჩვეულებრივ, ბავშვები ან გარბიან, ან სახეს მალავენ, ან იღიმებიან. ის კი იყო ძალიან შეშინებული, რადგან ტუჩებს იკვნეტდა და ხელები მაღლა აწია". 

სირიაში, ლტოლვილების ბანაკში, პატარა ჰუდეა გახდა კაცობრიობის მსხვერპლის და დაუსრულებელი ომის სიმბოლო, რომელმაც ქვეყანაში უკვე მილიონობით ადამიანი შეიწირა.

 

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია