დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქრისტესშობის საზეიმო მსვლელობა ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/07 12:22:49

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მეალილოებმა მსვლელობა ქუთაისის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყეს და მთელ ქალაქს მოივლიან, შეკრებილ ტკბილეულს და პროდუქტს კი დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს და წყალწითელას მოხუცთა პანსეონატის ბენეფიციარებს გადასცემენ.

მეალილოები ქუთათაელ-გაენათელმა მიპროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ და მეალილოებს ტკბილეული გადასცეს. ქუთაისს და მთელ საქართველოს კი ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.

 

ტრადიციული საშობა მსვლელობა ქუთაისის ქუჩებში ამ წუთებშიც გრძელდება, რომელცას გზადაგზა ადგილობრივი მოსახლეობა უერთდება.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია