საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სიახლე მე-12 კლასელთათვის! - იხილეთ გამოსაშვები გამოცდების დავალებების ნიმუშები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/12 14:31:07

მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების თითოეული საგნისთვის მარტივი, საშუალო სირთულისა და რთული დავალების რამდენიმე ნიმუში  პროექტის BeNaec geCat ფარგლებში განთავსდა და ყველასათვის ხელმისაწვდომია.


გვერდზე შესვლის შემდეგ იხილეთ პროექტი BeNaec geCat ნიმუშები


პროექტი BeNaec GeCat ცენტრის ვებგვერდებიდან ტესტირების ონლაინ, ე.წ. cat-ის პროგრამით (საგამოცდო ალგორითმით) გავლას გულისხმობს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია. ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.


ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები. რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 10 მარტიდან იქნება შესაძლებელი  www.naec.gov.ge online.naec.ge
ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასური 10 ლარია. ერთ მოსწავლეს ერთ საგანში ტესტირების გავლა მაქსიმუმ 3-ჯერ შეუძლია.

დეტალურად

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია