საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამოწვევა
ბიბლიოთეკის პასუხი თანამედროვე გამოწვევებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/05 14:52:36

დღეს ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკაში  პოლონური პროექტის – „მეტი სიახლოვე განათლებასთან, ინფორმაციასა და დასაქმებასთან - საქართველოს ბიბლიოთეკების პასუხი თანამედროვე გამოწვევებს" – შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული პროექტი 9 თვის განმავლობაში მიმინარეობდა და მასში იმერეთის და გურიის  რეგიონების  ბიბლიოთეკებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი ბილ გეიტსის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. მხარდამჭერებს შორის არის პოლონეთის ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ბილიოთეკების აქტიური ჩართულობა დღევანდელობაში.

„თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება და ვიწრო არეალის გაფართოება იყო ამ პროექტის მთავარი მიზანი. ბიბლიოთეკამ,  როგორც მედიატორმა, დიდი წვლილი უნდა შეიტანოს სიახლეების დამკვიდრებაში. მას შეუძლია, მედიატორის ფუნქცია შეითავსოს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ეს პროექტი დაანახებს ყველას, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების გაცემით არ შემოიფარგლება და მას უფრო მეტი სასარგებლო რამის გაკეთება შეუძლია,“ – განაცხადა ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ.

შეხვედრას პოლონეთის დელეგაცია ესწრებოდა.

„მიზანი იყო პერიფერიული ბიბლიოთეკების გააქტიურება. ანალოგიური პროექტი პოლონეთშიც ხორციელდება და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც გადმოგვეტანა. ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას," – განაცხადა PSnews.ge-სთან საუბრისას პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა ლენა ხოტკევიჩმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია