საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეზო ჩხეიძის დაბრუნება დია ჩიანელის სახლში - მემორიალური დაფა მამა-შვილის პატივგებისთვის ქუთაისში
2015/06/08 00:52:53

ქუთაისში ცნობილი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.


მემორიალური დაფა ხანანაშვილის ქუჩაზე იმ სახლის კედელზე გახსნეს, სადაც რეზო ჩხეიძე მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძესთან) ერთად ცხოვრობდა.

ღონისძიებაზე ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი, რეზო ჩხეიძის ნათესავები და რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.

 

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ იქ შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისში რეზო ჩხეიძის სახელობის ქუჩაც გვექნება. ხოლო იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ეს სახლი ტურისტებისთვისაც ცნობილი გახდება და "ჯარისკაცის მამის" რეჟისორის სახლმუზეუმს მომავალში უცხოელებიც ესტუმრებიან.


დღესვე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მოეწყო რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა. წიგნს თან ახლავს ფილმ "ჯარისკაცის მამის" კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.


გაიმართა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.


ფილმი გვიამბობს რეჟისორის ბავშვობის შესხებ, როცა მისი ოჯახი ცხოვრობდა ხახანაშვილის ქუჩაზე. მამაისი დავით ჩხეიძე, 1937- ში სახლიდან წაიყვანეს და დახვრიტეს, ხოლო ოჯახი  სახლიდან გამოასახლეს.

 

"შარშან გვქონდა ბედნიერება გვემუშავა ბატონ რეზოსთან ერთად იმ დოკუმენტურ ფილმის გადაღებაზე , რომელიც ავტობიოგრაფიულია და თვითონ ყვეაბა თავის ბიოგრაფიას. როცა რეზო ჩხეიძის ოჯახი ამ სახლიდან გამოასახლეს, მერე გაიყიდა ეს ბინა და ახლა, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ - კულტურის სამინისტრომ ეს სახლი შეუსყიდა რეზოს. ბატონი რეზოს სურვილი იყო, გადმოსულიყო აქ და გაეკეთებინა როგორც მუზეუმი, მაგრამ ეს მან უკვე ვეღარ მოასწრო.  ყველაფერი მზადაა უკვე და ქალბატონი ინესა ავალიანის(რეზოს ნათესავის) მონდომებით და ქალაქის მხარდაჭერით, საუბარია, რომ აქ მოეწყოს კინოსკოლა და ჩატარდეს ფილმების ჩვენებები. დღევანდელი ფილმი მოწოდებაა იმისა, რომ სიკეთე უნდა ვაკეთოთ,"- განუცხადა ჟურნალისტებსფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.

 

ლიკა ლიკანელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია