საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრის პრესკონფერენცია
პროფორიენტაციის პროგრამა არ დახურულა, კოორდინატორები შევამცირეთ...
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/07 02:56:00

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტრომ 4-5- მილიონამდე ლარის დაზოგვა შეძლო, რის გამოც მთლიანობაში განათლების სისტემაში 300-დან 400-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა.

 

"ერთდაერთი, რასაც ხარჯების ოპტიმიზაცია არ ეხებოდა, იყო კვლევითი დაწესებულებები და სკოლები. დანარჩენ ყველა უწყებას შეეხო ოპტიმიზაცია. თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ზე მეტით არის შემცირებული, ადმინისტრაციული ხარჯებიც და სახელფასო ხარჯებიც. ზოგან შემცირებულია თანამშრომლების რაოდენობა. ხელფასების შეცირების გზით არ წავსულვართ, შევეცადეთ, ნაკლები ადამიანით შეგვესრულებინა იგივე სამუშაო.

 

რესურსცენტრებში შევამცირეთ იურისტები და აუდიტები და დავამტეთ განათლების სპეციალისტები. ჯამური რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია.

 

პროფორიენტაციის სამსახურის კოორდინატორები, რომლებიც მანდატურის სამსახურზე იყო მიმაგრებული, პრაქტიკულად გავაუქმეთ და შევეცადეთ, გადაგვენაწილებინა მათ საქმიანობა დეპარტამენტებზე. შესაბამისად, პროგრამა არ დახურულა და გრძელდება. ვცდილობთ, რომ პროფესიული განათლების დეპარტამენტებმა და სხვა დეპარტამენტებმა ეს ფუნქცია თავის თავზე იკისრონ",- განაცხადა მინისტრმა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია