საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო კომისიამ ქუთაისში 14 შენობა კერძო პირებისგან დაიქირავა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/24 11:33:37

ქუთაისის 59 საარჩევნო ოლქში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე მზადება დასასრულს უახლოვდება. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაშვილმა psnews-თან საუბრისას განაცხადა, ამჟამად ძირითადი სამუშაოები შესრულებულია, მობილიზებულია საარჩევნო უბნები, დარიგებულია ყუთები, კაბინები და ყველა სახის ინვენტარი. მიმდინარეობს სიების დამტკიცება და უახლოესი ორი დღის განმავლობაში ამომრჩეველს დაურიგდება საარჩევნო ბარათები.


2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქუთაისში 129 საარჩევნო უბანი იმუშავებს, აქედან 126 ძირითადია, ხოლო ორი სპეციალური უბანი საგანგებო შემთხვევებისათვის, ერთისპეციალური უბანი განთვსებული იქნება მესამე ქვეით ბრიგადაში, ხოლო მეორე -2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ახალი კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლება ექნებათ დროებით იზოლატორში მყოფ პატიმრებსაც.


ავთანდილ ოსეფაშვილის ინფორმაციით,  ქუთაისში 158 000 ამომრჩეველია, აქედან 14 000 სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საზღვარგარეთ ან პატიმრობაში მყოფი პირია. ლეგალური ამომრჩეველი კი დაახლოებით 144 ათასი კაცია.


ცესკო-ში რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დანიშნა საკუთარი წარმომადგენელი დამკვირვებლად. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მათ ქუთაისში არ ეყოლებათ წარმომადგენლები.


„ამ ეტაპზე რაიმე ექსცესებს  ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი დაბრკოლება დისლოკაციის ადგილების მოძებნამ შეგვიქმნა. 14 შენობის დაქირავება მოგვიხდა კერძო პირებისაგან, რადგან მხოლოდ სკოლის შენობები არ არის საკმარისი. თუმცა, ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია და ვემზადებით სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად,“ - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია