დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
2015/01/14 13:38:00

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

 

"ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის, ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. 

 

მართალია, გია გეწაძე პოლიტიკურ ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გამოჩნდა, ამ კუთხით მისი კარიერა  საქართველოში 2005 წელს დასრულდა. 

 

გია გეწაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2004 წელს - პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში. 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროის შემდეგ ის საადვოკატო საქმიანებოას ეწეოდა, უკანასკნელ დროს კი მუშაობდა ილიას უნივერსიტეტში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია