საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე: მომავალი წლიდან ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება (R)
2017/10/04 14:29:36

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ მეორე ობჩის  მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. არჩილ გოგსაძემ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება გერმანიის საერთაშორისო ფონდთან და ჩატარდა შეხვედრები მის წარმომადგენლებთან. მომავალი წლიდან დაიწყება ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან  ვთანამშრომლობთ და მომავალი წლიდან ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენერას საავტომობილი გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც იმერეთსა და სამცხეთ-ჯავახეთს დააკავშრებს“, - განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

არჩილ გოგსაძემ ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია