საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობა
ვინ აგებს პასუხს, ქუთაისში ისტორიული შენობა რომ ჩამოინგრეს და მსხვერპლი მოჰყვეს?
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/14 17:30:02

 

ქუთაისში, გალაკტიონის  ქუჩის ორ ნომერში მდებრე ორსართულიანი შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს,რადგან მისი აივანი ჩამოშლის პირასაა. ეს კი ქალაქის მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

 

შენობის პირველ სართულზე განთავსებლია სუპერ-მარკეტი და საცხობი, აქვე მდებარეობს საზოგადოებრივი მოსაცდელიც. მოკლედ ადილი,სადაც შენობა მდებარეობს, საკმაოდ ხალხმრავალია.

 

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს შენობა ადრე სახლი იყო და აქ ოჯახი ცხოვრობდა. მისმა ახლნდელმა მეაპატრონემ კი  ის კომერციული მიზნებისათვის შეიძინა. მას სურდა შენობის გარემონტება, მაგრამ  ამის უფლება არ მისცეს, რადგან ე სახლი წითელ ხიდთან არსებული სხავა შენობების მსგავსად, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესულიდა მისი იერსახის შეცვალა მხოლოდ მერიის შესაბამისი სამსახურის კომპეტენციააო.


ჩვენ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ასევე ქალაქის ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისი სამსახურების კომენტარებს, თუ რატომ არის ეს შენობა ასე უპატრონოდ მიტოვებული და მათთან შევეცდებით იმის გარკვევასაც, თუ  ვინ აგებს პასუხს, ქუთაისში ისტორიული შენობა რომ ჩამოინგრეს და მსხვერპლი მოჰყვეს.


 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია