დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინამ კრიზისი დაძლია
2014/02/22 08:55:27

ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროპელი დეპლომატების მიერ „ანტიკრიზისული შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ, უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონები, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დაძლიოს და ესკალაცია შეამციროს. აღსანიშნავია, რომ 5-ივე კანონს ყველა ფრაქციამ და ფრაქციის გარეშე მყოფმა დეპუტატებმა დაუჭირა მხარი.

 

კერძოდ, უმაღლესმა რადამ აღადგინა 2004 წლის კონსტიტუციის გარკვეული მუხლები, რითაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის კონსტიტუციური უფლებები შეამცირა. ამიერიდან, მთავრობას აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი წარადგენს მხოლოდ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების კანდიდატურებს.

 

კონსტიტუციურ ცვლილებებს დარბაზში მყოფი 397 დეპუტატიდან 386-მა დაუჭირა მხარი. კონსტიტუციური კანონი საკომიტეტო მოსმენების გარეშე ერთი კენჭის ყრით მიიღეს.

 

პარლამენტმა ასევე მიიღო დემონსტრანტების ამნისტიის მესამე კანონი, რაც მომიტინგეებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ააცილებს თავიდან. ამ კანონს 372 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  გარდა ამისა, რადამ 371 ხმით სახელმწიფო დახმარება გამოუყო კიევში დაპირისპირების დროს დაზარალებულებს.

 

უმაღლესმა რადამ 332 ხმით თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო.

 

რაც ყველაზე საინტერესოა, პარლამენტმა 310 ხმით, მიიღო კანონი რომლის წყალობითაც იულია ტიმოშენკო ციხეს დატოვებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შუამავლობით უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ინიცირება გაუკეთა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და 2004 წლის კონსტიტუციაზე დაბრუნებას. ამასთან, პრეზიდენტი თანახმაა ჩამოაყალიბოს ახალი მმართველობა, რომელსაც ექნება სრულიად უკრაინელი ხალხის ნდობა.

 

რუსეთის ომბუსდმენმა ვლადიმირ ლუკინმა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა კიევში შუამავლად გააგზავნა უკრაინაში„ანტიკრიზისულ შეთანხმებას“ ხელი არ მოაწერა. ლუკინი ევროკავშირის დიპლომატებთან ერთად ასრულებდა შუამავლის როლს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ამ მოლაპარაკებების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც შეთანხმებას არ დაეთანხმა.

 

უკრაინის ხელისუფლების მიერ რაიმე დათმობაზე წასვლის წინააღმდეგ რუსეთი რამდენიმე დღის წინაც გამოვიდა, როდესაც რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და თავი დაიცვას. მედვედევის თქმით, იმისათვის რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხირივი ურთიერთობები განვითარდეს, ამ ქვეყნის ხელისუფლება ლეგიტიმური უნდა იყოს და მასზე ყველა „ფეხებს არ უნდა იწმენდდეს“.

 

საინტერესოა, რომ „ანტიკრიზისული შეთანხმების“ გაფომრების შემდეგ რუსეთმა უკრაინას ფინანსური დახმარება შეუჩერა. საუბარია 2 მილიარდ დოლარის დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ამ თვეში უნდა მიეღო

 

 

 წყარო: news.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია