დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კ-იანი მონაკვეთი გახსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/19 12:33:08

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის 32 კმ-იან შემოვლითი გზა გახსნა.

 

გზის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, მაგისტრალზე სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდა.

 

გზის ეს მონაკვეთი  ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, 8 წლის მანძილზე მხოლოდ 70 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობა მოხდა, ამჯერად მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, გუნდთან ერთად,  2 წელიწადში  55 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა შეძლო და ამ შედეგით ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.


32 კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განვირთავს და რაც მთავრია, მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს.

 

შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.  გზის მშენებლობაზე 1000 ადამიანი იყო დასაქმებული.

 

პრემიერმა  მინისტრს მოუწოდა, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იყოს საჯარო და მათ შესახებ საზოგადოებას  ინფორმაციის მოპოვება შეეძლოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია