დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, დიმიტრი მხეიძემ, სააგიტაციო პლაკატები კანონდარღვევით განათავსა
2016/09/07 00:16:04

2016  წლის წინასაარჩევნო კამპანია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედიის  ყურადღების  ცენტრშია. გაზეთი P.S. განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება წინა საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსების წესებს, რომელიც ყოველ არჩევნებზე უხეშად ირღვევა.

 

როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ეს არჩევნებია. თუმცა სამწუხარო სწორედ ისაა, რომ კანონის დარღვევაში პირველები სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, არც ბატონ დიმიტრი მხეიძეს და არც მისი შტაბის წევრებს არ წაუკითხავთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომელიც 2016 წლის 13 ივნისით თარიღდება და რომელზეც ჩვენ უკვე ვწერდით http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59954 

 

ამ ბრძანების თანახმადაც განისაზღვრა სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილები. "ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების)  გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის  ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე..."


ქალაქის მასშტაბით დადგმულია  11 სტენდი, სადაც უნდა განთავსდეს ყველა პარტიის სააგიტაციო პლაკატი.


ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ  უკვე დაიწყო სააგიტაციო პლაკატების ქალაქში განთავსება, თუმცა მან რატომღაც უარი თქვა სპეციალურ სტენდებზე და გარე განათების ბოძები აირჩია. მისი სააგიტაციო პლაკატი გაკრულია რუსთაველზე, გარე განათების ბოძზე, რაც კანონის უხეში დარღვევაა და დაჯარიმებას ექვემდებარება.

 

დააჯარიმებენ თუ არა ბატონ დიმიტრის და დაიცავს თუ არა მერია მის მიერ გამოცემულ საკანონმდებლო აქტს, ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს...

 

მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სააგიტაციო მასალის გასაკრავად ქუთაისში განთავსებულია 11 სტენდი, რომელსაც როგორც ჩანს ნაკლებად იყენებენ კანონის უმოქმედობით წახალისებული მაჟორიტარობის კანდიდატები. სტენდების უმრავლესობა დღემდე ცარიელია, მათ შორის -  რუსთაველზე განთავსებული სტენდიც.

 

 

                                                                                 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია