საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
დაპირებები ქუთაისს
2016/09/03 18:22:31

ეს ის პერიოდია, როცა ყველა პოლიტიკოსი ფრთიანი ანგელოზი თუ არა, ყოვლისშემძლე  გმირი მაინცაა.  უბრალოდ, ყოვლისშემძლეობის ძალა ხალხმა უნდა შთაბეროს - მარტივად, 8 ოქტომბერს მისი პარტიის ნომერი შემოხაზოს.


 ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებმაც უკვე დაიწყეს მთავარი დაპირებების დარიგება. რადგანაც ქალაქს სამი მაჟორიტარული ოლქი აქვს,  ამიტომ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.  ჩვენ შევეცადეთ, ყველა მათთგანს დავკავიშრებოდით და უხვი დაპირებებიდან ერთ მთავარ  დაპირებაზე გაეკეთებინათ აქცენტი.  გთავაზობთ   კანიდატთა  ერთი ნაწილის  დაპირებებს. 

 

მმართველი გუნდის მაჟორიტარები ქუთაისს ტექნოლოგიური ქალაქის სტატუსს პირდებიან.


დიმიტრი მხეიძე: ,,მე ქუთაისის ხვალინდელ დღეს ვხედავ იმ პროექტებთან ერთად, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდმა დაისახა მიზნად. ქუთაისში აშენდება ამიერკავკასიაში ლიდერი ტექნლოგიური უნუვერსიტეტი, რომლის მშენებლობისთვის ნახევარ მილიარდზე მეტია გათვალისწილებული. ქუთაისი, რომლის უფუნქციობაზეც ჩვენ, ქუთაისელებს გულისტკივილით გვიწევდა საუბარი, მალე ტექნოლოგიური განათლების ქალაქად გადაიქცევა. ეს იქნება ძლიერი ქალაქი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურით, სასწავლო- სამეცნიერო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით, სტუდენტური პანსიონებით. ქუთაისში ჩამოვლენ ცოდნის მისაღებად  უცხოელი სტუდენტები და  სპეციალისტები.  ქუთაისი საერთაშორისო ბაზარზე გავა განათლების ექსპორტით. ქუთაისი გახდება სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრი, ქუთაისის აეროპორტი იქნება რეგიონის  ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტიანი  აეროპორტი. დასავლეთ საქართველოს   მთიან რეგიონებში  სწორედ  ქუთაისი იქნება ჰაბი - ტურისტული ნაკადების გამანაწილებელი ქალაქი''.


განათლების დონის ამაღლებას პირდება „ოცნების“ კანდიდატი გენადი მარგველაშვილი ქუთაისს.

გენადი მარგველაშვილი:  იმისთვის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს და ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს სულ, ,,ქართულ ოცნებას" აქვს სპეციალური გეგმა მოსახლეობის გადამზადებასთან დაკავშირებით, მინიმუმ ორი დასაქმებული მაინც უნდა იყოს ოჯახში, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს და ამას ჩვენ გავაკეთებთ". 


***


პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებული ,,გირჩის" დეპუტატობის კანიდატი თემურ ცამციშვილი თვლის,რომ ხალხი დაიღალა დაპირებებით და სჯობს, ქმედებაზე გადავიდნენ.


თემურ ცამციშვილი: კონკრეტული საკითხების და პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ, ამისთვის არ არის აუცილებელი არჩევნები და მანდატი. საქმის კეთება პოლიტიკოსმა ნებისმიერი პოზიციიდან უნდაშეეძლოს.

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას და ინიციატივებს, პირველ რიგში, აუცილებელია პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც ჩვენი ეკონომიკრი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას. ჩვენი მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამინი იმაში, რომ ქვეყნის წინსვლის და წარმატების ერთადერთი შანსი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში მდგომარეობს.


ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორტარობის კანდიდატი, ამირან ხვადაგიანი, რომელიც ნაციონალების პერიოდში ქუთაისის უცვლელი საკრებულოს თავმჯდომარე იყო  ქუთაისს უცვლელ  საპარლამენტო სტატუსს პირდება.


ამირან ხვადაგიანი: საქართველოს პარლამენტის პედუტატობის შემთხვევაში, ჩემი მთავარი მიზანი იქნება, მიღებულ იქნას კანონები, რაც ჩვენს ქვეყანას სწორი გზით განვითარების შესასაძლებლობას მისცემს. ეს შეეხება ყველა სფეროს. ვფიქრობ,  განსაკუთრებით დასახვეწია კანონი განათლების შესახებ. ასევე, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც  სწორი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველი იქნება.

ვფიქრობ, ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის შემთხვევაში აუცილებალდ მივაღწევ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ქუთაისის შესახებ. მასში განსაზღვრული იქნება ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ეს კანონი ქალაქს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტ დამოუკიდებლობას მისცემს. ქუთაისში განვითარდება ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი,  ასევე - გადაიჭრება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კანონის არსებობა ქალაქის განვითარებას ყოველმხრივ უზრუნველყოფს.“


***


მარადიულ საპარლამენტო სტატუსს პირდება ქუთაისსს ნაციონალი და ამირან ხვადაგიანის ძველი თანაგუნდელი, ქუთაისის ყოფილი მერი  გია თევდორაძეც.


გია თევდორაძე: ,,ქუთაისი  უნდა იქცეს საპარლამენტო დედაქალაქად, ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად. დღეს ჩვენი ქალაქის საპარლამენტო სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩვენ რეალურად ვაქცევთ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქად.

ჩვენს ქალაქს სჭირდება 24-საათიანი წყალმომარაგება! ჩვენ შევძლებთ, მოკლე დროში დავასრულოთ წყალმომარაგების პროექტი და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ  არსებული პრობლემა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი დღეს მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებს ახორციელებს. ჩვენი მიზანია მას სატვირთო აეროპორტის ფუნქციაც დაემატოს. მე და ჩემი თანაგუნდელები შევძლებთ ინიცირებულ იქნას კანონი ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის შესახებ, რაც გულისხმობს მსხვილ საბიუჯეტო უზრუნველყოფას.“


***


,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით წიტაიშვილის მთავარი დაპირება ხალხზე და ამომრჩეველზე ზრუნვაა.


დავით წიტაიშვილი: ,,ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ყოველთვის მოვუსმენ ხალხს. თუ ამირჩევენ და აღმოჩნდება, რომ პარლამენტში იქნება ერთზე მეტი დეპუტატი, რომელსაც ჩემზე მეტი შეხვედრა ექნება თავის ამომრჩეველთან, მაშინ მე დავტოვებ ჩემს მანდატს“.


***


მრავალფეროვანი დაპირებები აქვს ქალ კანდიდატებსაც.


რესპუბლიკელი ნატო ქათამაძეც ამომრჩეველს მუდმივ კონტაქტს პირდება. ქათამაძე ქუთაისის საკრებულოს წევრია და ის, მართლაც, თითქმის  ერთადერთი დეპუტატია, ვისაც ამომრჩეველთან მუდმივი კავშირი აქვს. ამის გარდა,ნატო ქათამაძე ამომრჩეველს, პარტიის ლიდერის მსგავსად,  განთავისუფლებას პირდება.

ნატო ქათამაძე: დროა, განვთავისუფლდეთ უქნარა, საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი დეპუტატებისაგან; დროა, განვთავისუფლდეთ ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობისაგან; დროა, განვთავისულედეთ იმ მანკიერებისაგან, რაც არ მოგვწონს და რაც გვაწუხებს; დროა, დეპუტატები შევარჩიოთ არა ახლობლობის, არამედ პროფესიული ნიშნით, რათა კიდევ ერთხელ არ დაგვეუფლოს იმედგაცრუება;

მე  გპირდებით,  ვიქნები მუდამ თქვენს  გვერდით, მუდამ თქვენს  სამსახურში, ვიზრუნებ ყველა იმ გლობალური თუ ლოკალური პრობლემების  მოგვარებაზე, რომელიც გაწუხებთ; თქვენ ,ვერასოდეს  მოისმენთ ჩემგან ვერას და არას, მე ვიქნები თქვენი  ხმა და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში.“


პატრიოტთა ალიანსის დაპუტატობის კანდიდატი ნინო ონიანი თვლის, რომ  დეპუტატი  არის ხალხის დაქირავებული პირი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მიაქვს მოსახლეობის სატკივარი და ცდილობს, მოახდინოს მთავრობის მობილიზება ამ პრობლემების გადასაჭრელად.


ნინო ონიანი: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში არ არის მხოლოდ ქუთაისი, კიდევ ხუთი სოფელია, ამიტომაც მთავარი სათქმელი და შესაბამისად, - დაპირებაც ყველა ჩემი ამომრჩევლისთვის  არის ის, რომ  მათ მოთხოვნას ვაქცევთ მიზნად, მიზანს კანონად, კანონს კი - ცხოვრების წესად. მე ვიქნები ყოველთვის მათთან ერთად და გავითავისებ თითოეულის პრობლემას და სატკივარს. ვაპირებ, დრო ხალხთან მუდმივ კომუნიკაციაში გავატარო - თითოეულ უბანში და სოფელში გვექნება სამუშაო შტაბი, სადაც ყველას  შეეძლება მისვლა და კონკრეტულ პრობლემებზე ჩვენთან საუბარი არჩევნების შემდეგაც.


მე ვიზრუნებ მათი სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის პრობლემების შესამსუბუქებლად და შეძლებისდაგვარად, - გამოსასწორებლად. რაც მთავაარია, მოვუწოდებ მათ, რომ არაფერზე დახუჭოთ თვალი, არასოდეს გაჩუმდეთ, ყოველთვის დაგინახავთ, ყოველთვის მოგისმენთ! ‘’


ალასიანია - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი ლელა სებუა, არჩევის შემთხვევაში გენდერული მიმართულებით აპირებს მუშაობას.

ლელა სებუა:,,მე ვიზრუნებ ქალებზე, მათ პრობლემებზე. მხარს დავუჭერ მათ და ეს არ იქნება მხოლოდ მორალური მხარდაჭერა. მე შევთავაზებ მათ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცოხვრებას“.


***


ქუთაისს კიდევ ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატები  და შესაბამისად დაპირბებიც მრავაფეროვანია. ვნახოთ, ვისი შეთავაზებები მოხიბლავს ქუთაისელ ამომრჩეველს.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია