დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს და ისრაელს შორის პირველი ანტიტერორისტული სემინარი ჩატარდა
2020/09/09 15:00:00

დიპლომატიურმა ინსტიტუტმა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს და ისრაელს შორის პირველ ანტიტერორისტულ სემინარს უმასპინძლეს.

 

ონლაინ შეხვედრაზე,ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მსმენელებს ისრაელში ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და ანტიტერორისტული მიმართულებით სამინისტროს როლზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმაგააცნო.

 

ასევე, სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ანტიტერორისტული სამართლის ასპექტები, ტერორიზმის დაფინანსება და რადიკალიზაცია სოციალურ მედიაში.

 

სემინარში,მომხსენებლის რანგში,მონაწილეობდნენ ისრაელის სამხედრო დაზვერვის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის დეპარტამენტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით ისრაელის მთავრობის და ინტერდისციპლინარული ცენტრის Herzliya - ს წარმომადგენლები. შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლისთვის დაესვათ კითხვები.

 

შეხვედრა, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი გოგუაძემ შეაჯამა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია