საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა
2016/03/04 12:02:24

2 მარტს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში საკონსულტაციო  საბჭოს შეხვედრა გიამართა. საკონსულტაციო  საბჭო პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე პირთა განათლების და დასაქმების ადვოკატირება და ლობირება’’  ფარგლებში შეიქმნასაბჭოს შექმნის იდეისთანავე განისაზღვრა, რომ  იმ პირებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვთ

 

  საბჭო საკმაოდ წარმომადგენლობითია, საკონსულტაციო  საბჭოს წევრები არიან: მადონა ბასილაძესახალხო დამცველის აპარატის რეგიონული  დეპარტამენტისიმერეთის, რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის სამმართელოს უფროსი;          ნატო ქობულაძესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორილელა ხურციძე –  სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე; ქეთი ბერძენიშვილირადიო ,,ძველი ქალაქის’’ პროგრამების დირექტორი; გია  სანტურიანი –  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში’’, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ,,საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური  და არაოფიციალური პროფესიული განათლების განვითარება’’ კოორდინატორი; თინათინ გელხვიიძეექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში, უფლებამამცველი;   საბჭოს მთავარი ფუნქციაა პროექტის განმახორციელებელ გუნდს გაუწიოს კონსულტაციები და მისცეს რჩევები პროექტის განხორციელების პერიოდში.

 

2 მარტს, შეხვედრაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ საკონსულტაციო  საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო პროექტის  ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ადვოკატირება და ლობირება’’  მიზნები და ამოცანები

 

დაიგეგმა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის  ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დასაქმებული  62 შშმ პირის კვლევა.  საკონსულტაციო  საბჭოს წევრებმა კვლევასთან დაკავშირებით კონკრეტული რჩევები მისცეს საპროექტო ჯგუფს. ასევე განისაზღვრა, რომ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისა და საკანონდმებლო ორგანოში მისი წარდგენის პროცესში ჩაერთოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

 

პროექტს ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ადვოკატირება და ლობირებაახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრითელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოსკომიტეტთან "ოტავა–98" ერთად,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია