საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული პრესის მიხედვით
"ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება"
2016/06/28 10:40:59

ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად გეგმავს გამოცდებში ჩაჭრილ მასწავლებლებში მოტივაციის ხელფასით გაზრდას. 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა ”გუდ ნიუს” - მენეჯმენტის თვალსაზრისით ტოლს არავის დაუდებს. 


”აქცენტებიც სწორედ ამ მენეჯერულ პრინციპებზე იქნება აგებული. დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც 25 წლის განმავლობაში მასწავლებლებს ქვებს ვესროდით და ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებდა. პირადად მე მასწავლებლების დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება. ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც, ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება. 


მასწავლებლებს პროფესიული ღირსება უნდა დავუბრუნოთ. აი მაგალითად, გუგლერობა სუპერსაამაყოა, მართალია, ჩვენი რესურსებით ”გუგლს” ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ მასწავლებლობას საამაყოს გავხდით. ამასთან, მათ დავეხმარებით ტექნოლოგიების ათვისებაში”, - განაცხადა მინისტრმა. 


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/385968-aleqsandre-jejelava-mastsavleblebis-dafasebas-vgegmav-da-es-khelfass-sulac-ar-ukavshirdeba.html?ar=A

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია