დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინაში დემონსტრაციის დაშლას მსხვერპლი მოჰყვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/22 15:16:44

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ბერკუტი შეტევაზე გადავიდა და დემონსტრანტების შტურმი დაიწყო. დემონსტრანტები ძალოვანებს ქვებს უშენენ, ისმის ხმოვანი ყუმბარების ხმები. გავრცელებული ინფორმაციით, ბერკუტმა დემონსტრანტებისგან ქუჩის ნაწილი გაათავისუფლა.

 

შეტაკებას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. ვრცელდება ინფორმაცია 5 გარდაცვლილის შესახებ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე მათგანი სნაიპერის ტყვიის მსხვერპლი გახდა. ასევე, ათეულობით ადამიანი ბერკუმა კიევის ცენტრდან გაიყვანა და სცემა.

 

ბერკუტისმიერ დემონსტრანტებზე შეტევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარებების მანქანებით გაჰყავთ. ამ დროისთვის გრუშევსკის ქუჩის ერთი ნაწილი თითქმის გათავისუფლებულია, თუმცა აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ და ძალოვანებს ქვებს უშენენ, საბურავებს კი ცეცხლს უკიდებენ. 


თავის მხრივ, ბერკუტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და რაზინის ტყვიებს იყენებს. ბერკუტი შეტევაზე გადავიდა, ძალოვანები რამდენიმე აქტივისტს სასტიკად გაუსწორდნენ. 
ძალოვანებს რამდენიმე დაკავებული აქტივისტი გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვათ.

 

უკიდურესი პროტესტის ახალი ტალღა ახალ კანონს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში გამკაცრდა დემონსტრაციების გამართვის წესი. ეს კანონი დღეიდან შევიდა ძალაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია