დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანას გზა სილამაზის სალონ „ნითაიმდე“
2016/02/18 16:44:27

ანა ნიშნიანიძე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში  გასულ წელს დარეგისტრირდა.  ანას სმენის მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს,  დასაქმების კონსულტანტებმა  უნიკალური უნარების შეფასების შესაბამისად მისი დასაქმების ინდივიდუალური გეგმა შეიმუშავეს. შეფასების პროცესში გაირკვა, რომ ანა სტილისტის პროფესიას საზოგადოებრივ კოლეჯში ,,იბერია’’ ეუფლებოდა.


კურსის დასრულების შემდეგ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უნარების გაძლიერებაშიც დაეხმარა, კერძოდ ორგანიზაციის ხელშეწყობითა და შუამდგომლობით ანამ ორთვიანი სტაჟრება სალონში ,,ელიზიუმი’’ გაიარა.

,,ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  თბილისში, იმერეთის, აჭარისა და  კახეთის რეგიონებში ახორციელებს  პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება’’, პროექტი  აღნიშნულ რეგიონებში საპილოტე პროგრამის შედეგების გავრცობას გულისხმობს. ანამ სალონ ,,ელიზიუმში’’ სტაჟირება სწორედ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაიარა. ამის გარდა ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ზრუნავს დამატებითი რესურსები მოიპოვოს. დეკემბერში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,ადამიანი გაჭირვებაში’’ დახმარებით მას სამუშაო იარაღი (ფენი, მაკრატელი, სავარცხლები) გადაეცა. კომბინირებულმა მუშაობამ – პროფესიულმა კურსებმა, სტაჟრებამ, სამუშაო იარაღებით დახმარებამ თავისი შედეგი გამოიღო, ანას ყველა პირობა ქონდა მუშაობა დაეწყო და ასეც მოხდა, მისი კანდიდატურით სილამაზის სალონი ,,ნითაი’’ დაინტერესდა.’’ – ამბობს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დასაქმების კონსულტანტი სოფო ონიანი.

 

უკვე მესამე თვეა,  ანას სამუშაო დღე სალონში ,,ნითაი’’ იწყება. 10 –დან 19 საათამდე  მისი სამუშოს ყოველდღიური გრაფიკია, ხელფასი გამომუშავებით აქვს, როცა თბილა, გარეთ კარგი ამინდია და ქალებს გალამაზების სურვილი უჩნდებათ – უფრო მეტი. სალონის ხელმძღვანელი ხათუნა ფრუიძეც კმაყოფილია. მნიშვნელოვანი სიძნელეები მუშაობის პროცესში არ არსებობს. ისედაც ძალიან მომხიბვლელი ღიმილითა და ძალიან პოზიტიური აურით ანა ქალბატონების გალამაზებას და გაბედნიერებას იოლად ახერხებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია