დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა კითხვებს ბადებს „ქართული ოცნების“ პარტიული სია ლანჩხუთში
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/20 14:45:29

რატომ არ იძლევა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კომენტარს

 

 

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბლოკის სახელით იღებს, 19 მაისს, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დარბაზში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი და გამგებლის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა:

 

ქალაქი ლანჩხუთი  სოსო ბოლქვაძე;  აკეთი  დავით ქურიძეაცანა  ანდრო ქინქლაძეგვიმბრალაური   სერგო ჩხაიძელესა ელისო ჭიჭინაძემამათი  კახა ურუშაძემაჩხვარეთი  გურამ კერესელიძენიგვზიანი  ბესიკ ტაბიძენიგოითი  თემურ ალექსაიანინოშვილი  დავით ჩხარტიშვილისუფსა არსენ ჩხაიძეღრმაღელე  თემურ მარშანიშვილიშუხუთი  აკაკი იმნაიშვილიჩიბათი  იოსებ სარჯველაძეჩოჩხათი  ალექსნარდე სარიშვილიჯურუყვეთი ალექსანდრე მახათაძე.

 

გამგებლობის კანდიდატი, ზაზა ურუშაძე, საზოგადოებას პარლამენტარმა თემურ ჩხაიძემ წარუდგინა.

 

რაც შეეხება პარტიული სიის ათეულს, ის ოფიციალურ შეხვედრაზე არ დასახელებულა, თუმცა PSNEWS-მა ეს სია უკვე გააცნო მკითხველს. შეგახსენებთ, რომ კოალიციის ათეული ასე გამოიყურება: ელიკო ნაჭყებია, ელგუჯა ჩხაიძე, გოგი ხელაძე, რომან ბიწაძე, ია ჩხაიძე, გელა კილაძე, ამირან ქანთარია, გიორგი ჩახვაძე, კახა გუჯაბიძე და ვარდენ კვაჭაძე.

 

PSNEWS–ის კითხვაზე, როგორ და ვის მიერ მოხვდნენ სიაში ყოფილი „ნაციონალები“, კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი ხელაძემ, არ გვიპასუხა და საამისოდ უდროობა მოიმიზეზა:

 

        სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ჯერ მოსაგვარებელი (!). ისე, სიების შესახებ შოთა ფირცხალაიშვილისთვის გეკითხათ („ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, მაჟორიტარობის კანდიდატი „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან“).

 

        შოთა ფირცხალაიშვილი თქვენი პარტიის წევრი აღარაა, მე თქვენი აზრი მაინტერესებს...

 

        ჯერ დავალაგებთ ყველაფერს და მერე ვისაუბროთ სიებზე.

 

 

რაც შეეხება ზემონახსენებ შეხვედრაზე მყოფ „ქართული ოცნების“ დასავლეთ ზონის კურატორს, გოჩა მეგრელიშვილს, მისი თქმით, მან სიაში ყოფილი „ნაციონალების“ მოხვედრის შესახებ ყურმოკვრით იცის:

        თუკი არაფერი დაუშავებიათ, რა ვქნათ? თანაც, რამდენადაც ვიცი, ისინი კოალიციაში შემავალი სხვა პარტიის წევრები არიან და მე ვერაფერს გეტყვით, –  გვითხრა მეგრელიშვილმა, რომლის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას წინ არაფერი უდგას.

        

PSNEWS–ის ინფორმაციით, კოალიციის კანდიდატს გამგებლის პოსტზე, ზაზა ურუშაძეს, თავად კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ბევრი მხარს არ უჭერს. ასე მაგალითად, სოციალ-დემოკრატების ლანჩხუთის ორგანზიაციის მთლიანი შემადგენლობა გამგებლობის კიდევ ერთი კანდიდატის პატრიოტთა ალიანსიდან, ბორის ჭყონიას მხარდამჭერი გახდა. თუმცა არც ამ უკანასკნელს აქვს საქმე სახარბიელოდ, რადგან ამ პარტიის რიგებშიც უმეტესობა ყოფილი „ნაციონალია“. მიუხედავად ამისა, ჭყონია ამბობს, რომ ადამიანებს მხარდაჭერას ვერ აუკრძალავს.

 

PSNEWS–ის კითხვაზე, ბადებს თუ არა ეჭვს, რომ მისი მხარდამჭერი მაკა კვირკველია თავის დროზე „ნაციონალების“ გამგებელ გია გოგუაძეს, შემდეგ ზაზა ურუშაძეს უჭერდა მხარს და ახლა მისი მომხრეა, ჭყონიამ გვიპასუხა:

 

        მე ვიცი, რომ კვირკველია „ქართული ოცნების“ წევრია.

 

 

უჭერს თუ არა მხარს „რესპუბლიკელი“ რომან ბიწაძე ზაზა ურუშაძეს? ჩვენ ამ კითხვით ბიწაძეს მივმართეთ:

 

        დიახ, მე მხარს ზაზა ურუშაძის კანდიდატურას ვუჭერ, – გვითხრა მან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბიწაძე ფარულად ჭყონიას მხარდამჭერია.

 

იმან, რომ პარტიული სიის გამსვლელი ათეული „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურ შეხვედრაზე არ დაუსახელებიათ, ერთგვარი ეჭვი გააჩინა. გამგებლობის კანდიდატი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ ასეთი მითითება იყო მოსული პარტიის ცენტრალური ოფისიდან (თუმცა, ცხადია, საეჭვოა მსგავსი მითითება მაშინ, როცა ყველგან სწორედ ათეული დასახელდა და არა მაჟორიტარობის კანდიდატები).

 

„ქართული ოცნებიდან“ სკანდალურად წასული შოთა ფირცხალაიშვილი პარტიულ სიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი ხელაძეს წარსულს ახსენებს:

 

ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ დიახ, ეს გვჭირს ლანჩხუთელებს, ვაი ვინც იყო, თავის დროზე გითხარით, უი კი „ნაციონალური“ აღორძინების „ქართული ოცნების“ დღევანდელი თავმჯდომარე გოგი ხელაძეა, „ნაციონალური აღორძინების ქართული ოცნების“ თავჯდომარე. რაც შეეხება უის“, მოგიყვებით მის მოკლე ბიოგრაფიას: დაიბადა, გაიზარდა, დაამთავრა, შემდეგ იყო ლანჩხუთის კომკავშირის პირველი პირი, შემდეგ პირველი მდივანი, როცა ეროვნულმა მოძრაობამ მოუსრო. შემდეგ იყო ომი. ის დაიმალა, ჩაჯდა სადღაც, ბუხართან, ნაცარში. დაიწყო მომავალ გეგმების ქექვა და გამოქექა კიდეც აღორძინება. შემდეგ პარლამენტის დეპუტატი იყო ამავე პარტიით და 5 წლის ვადით  დუმილის უფლება გამოიყენა;  ჯილდოდ კი დამსახურებული დიდი პენსია მიიღო. ამასობაში მოუსრო ვარდების რეოლუციამ“. იგი ერგულად დაუდგა გვერდით მამამარჩენალ ასლა აბაშიძეს. ხლა ვაზუსტებ, სად იმყოფებოდა ჩვენი უიხიდის აფეთქების დროს, ფაქტია, რომ ის კვლავ გაქრა. ისევ ბუხარს მიუჯდა, ქექა ნაცარი და... ქართული ოცნება გამოქექა. დაიწყო ნაცარში დახაზული გეგმის შესრულება და მას სახელი შეუცვალა. საინტერესოა, ვინ იპოვა, ვინ დაგვასვა თავზე ეს ნაცარქექია?

 

 

შოთა ფირცხალაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გოგი ხელაძის გაშარჟებულ ფოტოსაც აქვეყნებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია