დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქე ჟურნალისტი
რა პრობლემებს უქმნიან წყალტუბოს მარშუტკები ქუთაისის საქალაქო ავტობუსებს
2016/01/15 19:49:09

„ტრანსპორტის ნორმალური ფუფუნქციონირებისათვის ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახდენენ საგარეუბნო ტრანსპორტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მათი შემოსვლის და შემდგომ გადაადგილების შესწავლას.რის საფუძველზეც პრიორიტეტად მიგვაჩნია საგარეუბნო ტრანსპორტისთვის ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმართულებების მიხედვით განისაზღვროს მათი გაჩერების ადგილები. ამჟამად ასეთი გაჩერება ეწყობა წყალტუბოს საგარეუბნო მიმართულებისათვის ჯავახიშვილის N3-ის  (ალბათ უნდა ეწეროს ჯავახიშვილის N73,ან ბუხაიძის N3 დ.ბ.) მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაიდგმება მარტივი კონსტრუქციის სალარო-სადისპეჩერო“ ეს არის ამონარიდი ქუთაისის მერის შოთა მურღულიას წერილიდან,რომელსაც იგი წერს შპს „სიტი ლაინის“ დირექტორს, ალექსანდრე დვალიშვილს.წერილში მითითებული ნაგებობა უკვე 2 თვეზე მეტია, დგას,მაგრამ არა იმ ფუნქციით,რაც ამ წერილითაა განსაზღვრული.

 


ადრე წლებში, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამართულად მოძრაობდა ჯავახიშვილის ქუჩაზე ტროლეიბუსი.შემდეგ ეს ერთადერთი ტრანსპორტი N22 ავტობუსით შეიცვალა. ისიც წლების მანძილზე სანიმუშოდ,ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობდა.მოგვიანებით, სუბიექტურ მიზეზთა გამო, დაინიშნა N35 სამარშუტო ტაქსი,რომელიც კუდში დასდევს N22 ავტობუსს და გაუნახევრა მას მგზავრთა ნაკადი.


 N22 ავტობუსი სანახევროდ, მაგრამ მაინც ივსებოდა წყალტუბოდან მომავალი N7 ავტობუსიდან (შემდგომში სამარშუტო ტაქსიდან) ჩამოსული მგზავრებით.მაგრამ N7 მარშუტი,რომლის ბოლო გაჩერებაც ჯავახიშვილის ქუჩაა, ბოლო წლებში თავად დადის მგზავრთაგან დაცარიელებული, რადგან წყალტუბოს ხაზს დაემატა N22, N30, N36, N44 სამარშუტო ტაქსები,რომლებიც როგორც მერიის სატრანსპორტო განყოფილებაში გვითხრეს, საკრებულოს დადგენილებით მიდიან ქალაქის ცენტრამდე და მათი გაჩერების ბოლო წერტილიც წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა.


მგზავრთაგან დაცარიელებული N22 ავტობუსის მძღოლები და მგზავრები,ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები,ხელისუფლებას სთხოვენ, მათ უბანში ტრანსპორტის პრობლემების მოგვარებაში დახმარებას. მოსახლეობამ დახმარება ასევე სთხოვა  ქუთაისის საკრებულოს წევრს, გამარჯვების მაჟორიტარ დეპუტატს, ნატო ქათამაძეს, რომელიც ადგილზე შეხვდა მათ.


მძღოლებმა დეპუტატს შესჩივლეს, რომ მათთან მგზავრთა ნაკადის შემცირება წყალტუბოდან მომავალმა ტრანსპორტმა გამოიწვია: „მოვითხოვთ, რომ რაიონებიდან შემოსულმა ავტობუსებმა მგზავრები ქალაქის შემოსასვლელებთან დატოვონ. მათ გადაყვანას კი ჩვენ, ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი მოვახდენთ - აცხადებს N22 ავტობუსის მძღოლი ავთო ხაჭაპურიძე. „ აი ბატონო! ავტოსადგომი ხომ განათავსეს, თუმცა, რეალურად მარკეტი გახსნეს. თბილისში მიმავალი ავტობუსების სადისპეჩერო გახსნეს. მერე კიდე ასფალტზე არ არის ნიშნულები. უნდა დაიხაზოს ასფალტზე და გაკეთდეს მინიშნებები N22 ავტობუსი, N31 ავტობუსი. ავტობუსის გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომანქანები დგებიან.ჩვენ პრობლემები გვექმნება - ამბობს N22 ავტობუსის მძღოლი ჯეირან ვარდანიძე.


 „ცარიელი მანქანებით დავდივართ. ჯერ N35 ,,მარშუტკა“ ჩაგვისვეს და მან წაგვართვა მგზავრები. ამას წყალტუბოდან შემოსული ტრანსპორტი ემატება. მოვითხოვთ შესრულდეს მერის ბრძანება და რაიონებიდან შემოსული ტრანსპორტი შემოსასვლელებთან დაიცალოს. რაც ჩვენ მგზავრთა ნაკადს გაგვიზრდის.სხვანაირად მუშობას ვერ შევძლებთ“. აცხადებს რომან ხეცურიანი.


ტრანსპორტის გარდა მოსახლეობამ მასთან მისულ დეპუტატს ქუჩაში არსებული სხვა პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: დასუფთავება,ყინულის მოედნიდან გამოსული ხმაური,მოედნის გადახურვის და მოპირდაპირე მხარეს დამონტაჟებული თეფშების დახუნძლული გადამცემი ანძის ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება.


შეხვედრა ტ/რ კომპანია ,,რიონის“ და newpress.ge სააგენტოს ეთერებით გაშუქდა,სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ქალაქის ხელმძღვანელობა რა თქმა უნდა ამ საკითხზე მუშაობს.ბუხაიძის ქუჩაზე მოეწყო სადგური,რომელმაც უნდა დაიწყოს მუშაობა მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაასრულებს კანონის მიღებას,რომელიც თვითმმართველობას მიანიჭებს იმის უფლებამოსილებას, რომ შევძლოთ საგარეუბნო ხაზების გაკონტროლება.ჯერჯერობით საგარეუბნო ხაზების გაკონტროლება თვითმმართველობას არ შეუძლია.პარლამენტი ამ საკითხზე მუშაობს.“


თავის მხრივ პრობლემის ადგილზე გაცნობის დროს ნატო ქათამაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ,რომელთა მოგვარებაც უკვე ეტაპობრივად ხდება.რაც შეეხება მძღოლების პრობლემას,მათი შენიშვნა საფუძვლიანია. ამ სადგურს უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია.სადისპეჩეროს ნაცვლად მაღაზია გახსნილა.წყალტუბოდან მომავალი ტრანსპორტი ქალაქში გადის და აქ არ არის მათი ბოლო გაჩერება.  გამომდინარე აქედან მძღოლებს აქვთ თავიანთი პრეტენზიები.მგზავრთა ნაკადი იკლებს ,ვინაიდან ქალაქამდე მიჰყვებიან წყალტუბოს მარშუტს წყალტუბოელი მგზავრები.გამომდინარე ყოველივედან,ყველაფრის გათვალისწინებით მე მათ გვერდით დავდგები და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა,რაც აქ მოვისმინე იქნეს კანონის ფარგლებში მოქცეული.არსებულ საკითხსს აუცილებლად განვიხილავ ადგილობრივ თვითმმართველობაში.“


მე დავინტერესდი თუ რა მდგომარეობაა ამჟამად აღნიშნული პრობლემის გადაჭრის კუთხით  და გავესაუბრე ირაკლი ცხვედიანს და ნატო ქათამაძეს.


ჩემს კითხვაზე: ირაკლი თქვენ ადრე აცხადებდით,რომ წყალტუბოდან შუაგულ ქალაქში შემომავალი ტრანსპორტის პრობლემის გადაწყვეტა საკრებულოს პრეროგატივაა. ახლა კი აცხადებთ,რომ პრობლემა მხოლოდ პარლამენტია. მოგვარდება ,ირაკლი ცხვედიანმა გაღიზიანებული ტონით მიპასუხა: ,,სიტყვაზე რატომ მიჭერთ? ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: ,,არა ბატონო! პირიქით ვაღიარებ და გეთანხმებით,რომ თქვენც და მთელი ტრანსპორტის სამსახურიც ნამდვილად ცდილობთ დაეხმაროს და ეხმარებით კიდეც განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველ მგზავრებს,რომლებასც ზოგჯერ პრობლემა ექმნებათ უფასოდ გადაადგილების უფლებით სარგებლობისას,რადგან მძღოლების თქმით ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან ხდება უფასო ტალონების დაგვიანებით ანაზღაურება.თუმცა,როგორც N22 ავტობუსის მძღოლი რომან ხეცურიანი აცხადებს ერთი თვის განმავლობაში მათ სამგზავრო ტალონების საფასური ეძლევათ სრულად 30თეთრი თითოზე.  ჩემთან საუბარში ირაკლი ცხვედიანმა დასძინა,რაც შეეხება პარლამენტის პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობას აქტიურად არის ჩართული პროცესში და მხოლოდ მას შემდგომ,რაც ჩვენ კანონიერად მოგვენიჭება ამის უფლება, რატქმაუნდა მოხდება პრობლემის გადაჭრა. თუმცა ამ წუთშიც ამ საკითხზე დღესაც ვმუშაობთ.“


ახლახან მე ნატო ქათამაძესაც შევხვდი: ,,ჩვენ ვსაუბრობთ ავტოსადგურზე,რომელიც ორ რაიონულ ცენტრს და ქალაქს აკავშირებს ერთმანეთთან. თავისთავად საკითხი მაღალ დონეზეა გადასაწყვეტი.ვფიქრობ სხვა შეზღუდვა უნდა დაწესდეს. წყალტუბოდან მომავალი ტრანსპორტის მძღოლებს უნდა აეკრძალოთ ქალაქის ტერიტორიაზე გაჩერების უფლება და უნდა დაჯარიმდნენ იმ შემთხვევაში,თუ მგზავრს აიყვანენ. ასევე N22 ავტობუსები ასეთი დიდი მოცულობის შეიძლება არც იქნეს. შესაძლოა მათ ნაცვლად მიკრო ავტობუსები დაინიშნოს. გამოცხადდება ტენდერი და მძღოლები მიიღებენ მონაწილეობას.რაც შეეხება ავტოსადგურს, მე გამოვითხოვე ინფორმაცია და ველოდები პასუხს.


 გარდა ტრანსპორტისა მოსახლეობა საუბრობს ზებრასთან დაკავშირებით. ალბათ მოხდება ახალი დახაზვები  და ერთი ასეთი იქნება სკოლის წინ.


რაც შეეხება ყინულის მოედნის გადატანას,ეს სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მისი ამჟამინდელ ადგილზე დამონტაჟებისა. ვაპროტესტებდი კიდეც. გადატანისთვის ბიუჯეტში თანხებია მოსაძებნი,რაც ადვილი საქმე არაა. ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების საკითხს მოსახლეობას მოვუწოდებ ერთ-ერთ შაბათ-კვირას მოვაწყოთ შაბათობა.მეც თქვენთან ერთად დავასუფთავებ. ასევე, თუკი მოსახლე დაინახავს,რომ იქ ვინმე ნაგავს უყრის, გამოიძახოს პატრული.იქვე დამონტაჟებული ვიდეო თვალი კი დააფიქსირებს ფაქტს და დამნაშავე 50 ლარით დაჯარიმდება.


მოსახლეობას იქ დამონტაჟებული  ანძა აწუხებს. აცხადებენ,რომ მათ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ესეც რთულად მოსაგვარებელია,რადგან ყველა ანძა რაც ქალაქშია დამონტაჟებული ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია. ანძებიდან შემოსული თანხებიც მათთან მიდის.( სერიოზულად დაავადებული ადამიანები კი ქუთაისს რჩება დ.ბ.) ყველა პრობლემა რთულია,თუმცა მოუგვარებელი არაფერია...

 

დალი ბარაბაძე

                                                                         

                                                                                                 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია