დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დამსახურებულ ფეხბურთელს ქუთაისის მერმა იუბილე მიულოცა
2015/09/24 14:44:20

ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერან ფეხბურთელს ავთანდილ წვერავას დღეს 70 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეს მას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.

 

დამსახურებულ ფეხბურთელს იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და საკრებულოს დეპუტატებმაც მიულოცეს. შეხვედრაზე ასევე ლეგენდარული მცველის ავთანდილ წვერავაზე იუზა კაციტაძის მიერ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ავთანდილ წვერავა 1945 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 10 წლის ასაკიდან თამაშობდა ფეხბურთს. 1963 წელს იგი „ტორპედოს“ გუნდის წევრი ხდება, სადაც 11 წელი ითამაშა, ბოლო ხუთი სეზონი კაპიტნის რანგში. მის ანგარიშზეა 300 მატჩი. ფეხბურთელის კარიერა მან 1974 წელს დაასრულა. 1966 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. მასვე მიეწერება ქალაქში პირველი ბავშთა საფეხბურთო კლუბის “დინამო-92“-ის ჩამოყალიბება. იგი ავარჯიშებდა როგორც ქუთაისის, ასევე საქართველოს ექიმ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც 1993 წელს ფრანგულ ქალაქ ევიანში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღესდღეობით ავთანდილ წვერავა ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზის დირექტორია. არის საზოგადოება “ქუთაისელი“-სა და „ბაღისკიდის“ აქტიური წევრი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია