დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა საფრთხეებს შეიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი?-საჯარო დისკუსია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/16 15:27:35

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის  პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ახლადმიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის საჯარო  განხილვა მოეწყო.


ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის". რას ნიშნავს რეალურად ანტიდისკრიმინაციული კანონი და რა სააფრთხეებს შეიცას ის?-ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ,  იურისტმა გიორგი გოცირიძემ და ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ პროექტის მოდერატორთან ქეთევან ბერძენიშვილთან ერთად ისაუბრეს.


შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი კანონის წინააღმდეგ ეკლესიის გალაშქრებაზე გაკეთდა. თამარ კორძაიას განცხადებით, უმრავლესობას წაკითხულიც არ აქვს კანონი, ისე გამოდის მის წინააღმდეგ, რითაც ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას უწყობენ ხელს, რაც გაცილებით მეტი საფრთხის შემცვლელია ვიდრე კანონი.


"ჩვენ ყველანი, რაღაც ნიშნით უმცირესობაში ვართ, ამით გამოდის, რომ ჩვენი განსხვავებულობის გამო საზოგადოებამ და ეკლესიამ ჩვენს წინააღმდეგ უნდა გაილაშქრონ. ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან განცალკავებული უნდა იყოს და ერთმანეთის საქმიანობაში მსგავსი დოზით არ უნდა ერეოდნენ“-აღინიშნა შეხვედრაზე.


„ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყანაში 1994 წელს მიიღეს, თუმცა მაშინდელ საქართველოში ამ კანონის რეალურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად არ უზრუნიათ და განსხვავებული ფერის, რელიგიის და მრწამსის მქონე ადამიანები ხშირად ხდებოდნენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ოფიექტები და მათ კანონი ვერ იცავდა. ეს იყო დისკრიმინაცია და არ ითვლებოდა კანონდარვევად. მორალურ და სულიერ ტკივილს კი სასამართლო არგუმენტად არ განიხილავდა, რის გამოც, უმცირესობების  უფლებები დაუცველი რჩებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა ახალი კანონმდებლობით დისკრიმინაციის სამართლებრივი ფორმირება. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს  არანაირი საფრთხეების შემცვლელი არაა“-აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.


 

საზოგადების ინფორმირების ნაკლებობაზე ისაუბრა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ. როგორც მან აღნიშნა, ეკლესია ხშირ შემთხვევაში თავისი მიდგომებით აიძულებს მრევლს ეკლესიაში სიარულზე თქვას უარი. საზოგადოება კი კანონის გაცნობის გარეშე აპროტესტებს მას.  მოქალაქეებს მხოლოდ განსხვავებულობის გამო ეუბნება თანასწორობაზე უარს, თუმცა მათ მიერ გადასახადების გადახდას და ბიუჯეტის შევსებას არავინ აპროტესტებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია