დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეთა თვალით დანახული თავიანთი ქალაქებისა თუ სოფლების ტურისტული პოტენციალი
2015/10/29 19:29:00

28 ოქტომბერს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ,,ჩემი ქალაქის/სოფლის ტურისტული პოტენციალი'' შემაჯამებელი ტური გაიმართა.

 

კონკურსში პროგრამის სამიზნე სკოლების მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
კონკურსანტებმა თავიანთი ნაშრომები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. ეს ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ნონა ქარციძე, აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, სერგო ცაგარეიშვილი. ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ანა შავგულიძე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე დავით ზალკანიანი. 


შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვა, რომ მესამე ადგილზე კერძო სკოლა ,,გონის'' მოსწავლე ბექა ფაჩულია გავიდა, მეორე ადილი ჭიათურის კერძო სკოლა ,,ნილემის'' მოსწავლეებმა თეონა გველესიანმა და ნინო ჯოხაძემ დაიკავეს. ხოლო პირველი ადგილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეს ეკატერინე ნიჟარაძეს ხვდა წილად. 


ისტორიული მუზეუმის სპეციალური პრიზი წყალტუბოს კერძო სკოლა ,,ოცნების'' მოსწავლეს გიორგი ჩანქსელიანს გადაეცა. ყველა კონკურსანტმა მონაწილეობისათვის დიპლომი მიიღო, ასევე თითეულ მათგანს მუზეუმიდან სამახსოვროდ წიგნები გადაეცათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია