დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
სალომე ზურაბიშვილი: "მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა" (R)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/26 11:01:05

 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას  საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. მისი თქმით,  ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორისდაპირისპირება აღარ სჭირდება. ამის შესახებ  დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

"მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას. ამ ქვეყანას აღარსჭირდება არც რევოლუცია, არც ერთმანეთში დაპირისპირება. არამედ, ჩვენ გვჭირდება ამ გზის გავლა იმისთვის, რომ სარკის მეორე მხარეს გავიდეთ და გავხდეთ თანამედროვე, ჩვენ თავში დარწმუნებულიქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას საქართველოს მომავლის სჯერა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ქვეყანაში და დარჩება აქ.

 

 "ამ ქვეყნის მომავლის რწმენა და იდეოლოგია არის ის, რაც ჩვენ არა მხოლოდ გვაერთიანებს, არამედ მომავლის გზასაც გვიჩვენებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია