დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია
ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/01 13:09:33

ამ წუთებში  ქუთაისში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან რიგითი მოქალაქეები, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილნი და პარლამენტის თბილისში გადატანას აპროტესტებენ.

„ნუ წამართმევ პარლამენტს", „ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქია" – მიმართავენ ქუთაისელები დეპუტატებს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს კვლავ თბილისში დაბრუნების საკითხი განიხილება.

 

უმრავლესობა პარლამენტის გადატანის  მთავარ არგუნემტად მგზავრობის ხარჯებს და ორ ქალაქს შორის გადაადგილებით გამოწვეულ დისკომფორტს ასახელებს.

აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის, ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. საკრებულოს ნაციონალი წევრის გია უკლებას განცხადებით, დიდი ინსტიტუციების ქუთაისში დატოვება ქალაქისთვი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია