დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო ურთიერთობები
თედო ჯაფარიძე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/07 15:34:10

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  თედო ჯაფარიძემ პოლონეთში, ქალაქ კრინიცაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, მიიღო  მონაწილეობა. თედო ჯაფარიძე სიტყვით სპეციალურ სხდომაზე, პოლონეთის, იტალიის, რუსეთის წარმომადგენელ ცნობილ ექსპერტებთან ერთად გამოვიდა, რომელიც რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.

თავისი გამოსვლისას მან რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში, დადებითი ტენდენციების არსებობის მნიშვნელობაზეისაუბრა: „რაც მეტი დადებითი იმპულსი იქნება რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში, მით უფრო ადვილი გახდება ევროპელებისთვის საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში დღეისათვის, ძირითადად ნეგატიური ტენდენციები ფიქსირდება“ - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, როგორც ევროპის სრულყოფილი პარტნიორი, ვერასოდეს იქნება მანამ, სანამ რუსეთის მთავრობა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არ ჩამოაყალიბებს ყოფილი საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან. „არ შეიძლება არსებობდეს ერთი რუსეთი ევროპისათვის -  რთული, მაგრამ მაინც პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის - რომელიც კვლავინდებურად ხისტ პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია